იჰლასი (ახალი ამბების სააგენტო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალი ამბების სააგენტო იჰლასი“ (IHA) (თურქ. İhlas Haber Ajansı, ინგლ. Ihlas News Agency) — უმსხვილესი დეპეშათა სააგენტო თურქეთში. 1993 წლიდან უზრუნველყოფს ახალი ამბების მომსახურებით თურქულ, ამერიკულ, ევროპულ და არაბულ სატელევიზიო და რადიო კომპანიებს. ცენტრალური ოფისი მდებარეობს სტამბოლში. გააჩნია 148 შიდა ოფისი თურქეთში და 145 საინფორმაციო ოფისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფუნქციონირებს მისი 45 საზღვარგარეთული ბიურო. სააგენტო ფარავს თურქეთს, ევროპას, კავკასიას, დიდ შუა აღმოსავლეთს, არაბეთის ნახევარკუნძულს, ცენტრალურ აზიას, ამერიკასა და რუსეთს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაიკავოს პოზიცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (მაგალითად, ცხელ წერტილებში), რისთვისაც იყენებს თანამგზავრული კავშირებით აღჭურვილ სპეციალურ მობილურ ავტომობილებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]