იჯარეთის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იჯარეთი (ტაძარი))
ტერმინს „იჯარეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იჯარეთი.
იჯარეთი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა იჯარეთი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

იჯარეთი — ტაძარი სოფელ იჯარეთის განაპირას, სამხრეთ საქართველოში (ისტორიულ სამცხეში), ადიგენის მახლობლად.

მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია კომპლექსის ნაშთები (ეკლესია, საძვალე, გალავანი და სხვა). განსაკუთრებით სამრეკლოსაქართველოში ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი ნიმუში. სამრეკლოს ქვედა სართული გახსნილ გასასვლელს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს გუდარეხსა და ზარზმაშია, არამედ დახურულ, ოთხივე მხარეს კედლებით შემოზღუდულ დამოუკიდებელ სამლოცველოს.

შენობის ზემო, მე-2 იარუსი — ღია მალებისაგან შედგენილი ფანჩატური, მთლიანად დანგრეულია. იჯარეთის სამრეკლო თავისი ერთადერთი გადარჩენილი აღმოსავლეთის ფასადის მიხედვით XIII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]