იჯარეთის მონასტერი
იერსახე
| იჯარეთი | |
|---|---|
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| რაიონი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
| მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | XIII საუკუნე |
იჯარეთი — ტაძარი სოფელ იჯარეთის განაპირას, სამხრეთ საქართველოში (ისტორიულ სამცხეში), ადიგენის მახლობლად.
მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია კომპლექსის ნაშთები (ეკლესია, საძვალე, გალავანი და სხვა). განსაკუთრებით სამრეკლო — საქართველოში ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი ნიმუში. სამრეკლოს ქვედა სართული გახსნილ გასასვლელს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს გუდარეხსა და ზარზმაშია, არამედ დახურულ, ოთხივე მხარეს კედლებით შემოზღუდულ დამოუკიდებელ სამლოცველოს.
შენობის ზემო, მე-2 იარუსი — ღია მალებისაგან შედგენილი ფანჩატური, მთლიანად დანგრეულია. იჯარეთის სამრეკლო თავისი ერთადერთი გადარჩენილი აღმოსავლეთის ფასადის მიხედვით XIII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საყვარელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 290.