იციკ მოშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იციკ მოშე
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1959 (1959-12-31) (64 წლის)
პროფესია ებრაული სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში 1990 წლიდან
საქმიანობა ისრაელის სახლის თავმჯდომარე 2013 წლიდან
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე 1996 წლიდან
მეუღლე(ები) ალის მოშე
შვილ(ებ)ი იამით მოსკოვიჩი
იანივ მოშე

იციკ მოშე (ებრ. איציק משה; დ. 31 დეკემბერი, 1959, საქართველოს სსრ) — საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი. წარსულში ხელმძღვანელობდა ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობებს სსრკ-ის 5 ქვეყანაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს, მოშემ, მორწმუნე სიონისტ მშობლებთან — ანასთან და რეუვენთან ერთად საქართველოდან ისრაელში ემიგრირება მოახდინეს. სწრაფი აბსორბციის პარალელურად, სწავლობდა ფეთახ თიკვას რელიგიურ სასწავლებელში, სადაც აირჩიეს მოსწავლეთა საბჭოს თავმჯდომარედ. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მსახურობდა ჯარში, საჰაერო დანაყოფში, სადაც მიიღო საპატიო ჯარისკაცის ტიტული. უმაღლეს განათლებას დაეუფლა თელ-ავივის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ორი საბაკალავრო პროგრამა — განათლების მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სრული კურსი.[1] 1987 წელს, საუნივერსიტეტო საქმიანობის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა სტუდენტურ გაერთიანებებს,[1] იყო სტუდენტური გამოცემა „მეითარის“ რედაქტორი. 1982-1988 წლებში კითხულობდა ლექციებს IT-კოლეჯში და ხელმძღვანელობდა კომპანია Tadiran-ის ერთ-ერთ განყოფილებას.[1] 1988 წელს დათანხმდა ვუჯესის (ინგლ. WUJS - World Union of Jewish Students, ებრაელი სტუდენტების მსოფლიო გაერთიანება) შეთავაზებას, წარადგინოს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში.[1] აღნიშნული შეთავაზება მისთვის ერთგვარ სიონისტურ გამოწვევას წარმოადგენდა. 1989 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში — თბილისში დააარსა ვუჯესის პირველი წარმომადგენლობა, შემდეგ კი, ანალოგიური წარმომადგენლობები გახსნა სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებშიც.

1989 წელს დაინიშნა ებრაული სააგნეტოს პირველ წარმომადგენლად საბჭოთა კავშირში და საქართველოში ხსნის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ ოფიციალურ წარმომადგენლობას. 1992 წლამდე მართავდა ებრაულ სააგენტო „სოხნუთის“ წარმომადგენლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 1995 წელს დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციის — ებრაული სააგენტოს უმაღლესი თანამდებობა და ხელმძღვანელობდა ცენტრალურ წარმომადგენლობას მოსკოვში, რომელსაც ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი რეგიონული ოფისი და წარმომადგენელი. 1996 წლიდან არის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი.[1] აღნიშნული ორგანიზაცია ფაქტობრივად, იქცა ორ ქვეყანას შორის კულტურული, ბიზნეს და საზოგადოებრივი კავშირების ხიდად. 2012 წელს საჯაროდ და მედიასაშუალებების პირდაპირი ეთერებით გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის 67/19 რეზოლუცია, რომელსაც გაეროს წევრმა 138 ქვეყანამ მისცა ხმა. მან ასევე კრიტიკულად შეაფასა საქართველოში ისრაელის საელჩოს მუშაობა და ელჩს თანამდებობის დატოვება ურჩია, მისი თქმით, არაეფექტური საქმიანობის გამო.[2] 2013 წელს დააარსა „ისრაელის სახლი“, რომელიც ემსახურება ისრაელის ჰასბარას პოლიტიკას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მიზნად ისახავს კავშირების განმტკიცებას მეგობარ ქვეყნებთან.[3] ამასთან, იკავებს ზემო გალილეას პრეისტორიის მუზეუმის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტს და არის მიწვეული წევრი ქნესეთის ლობისა, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელ-არაბული სამშვიდობო პროცესის წარმატებით გადაწყვეტას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]