იშტვან ფერენცი (მოქანდაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იშტვან ფერენცი

პორტრეტი. 1859
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1792
რიმასომბატი, უნგრეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1856 (64 წლის)
რიმასომბატი, უნგრეთის სამეფო
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
პროფესია მოქანდაკე

იშტვან ფერენცი (უნგრ. Ferenczy István; დ.24 თებერვალი, 1792, რიმასომბატი, უნგრეთის სამეფო (ახლანდელი რიმავსკა სობოტა სლოვაკეთში) ― გ. 15 თებერვალი, 1912, რიმასომბატი, უნგრეთის სამეფო) ― უნგრელი მოქანდაკე, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

იშტვან ფერენცი თავდაუზოგავად ცდილობდა უნგრეთში სკულპტურის სკოლი დაარსებას. მისი მისია უნგრეთის ეროვნული ხელოვნების შექმნა და პოპულარიზაცია იყო. სკულპტორის ბევრი ნამუშევარი ახლა უნგრეთის ეროვნულ გალერეაშია განთავსებული.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იშტვან ფერენცი დაიბადა 1792 წლის 24 თებერვალს რიმასომბატში.

ახალგაზრდობაში ფერენც იშტვანი მამის სახელოსნოში ზეინკლად მუშაობდა. 1815 წლიდან სწავლობდა ვენაში სპილენძის გრავიურას. 1817 წელს ცნობილი მოქანდაკის იოზეფ კლიბერის შეგირდი გახდა. 1818 წელს ფეხით გაემგზავრა რომში, სადაც ექვსი წელი გაატარა ბერტელ ტორვალდსენის სახელოსნოში. მისგან მარმარილოს კვეთის ხელოვნებას დაეუფლა. 1819 წელს, როდესაც უნგრეთის პალატინი რომს ეწვია, შეუმჩნეველი არ დარჩენია უნგრელი მოქანდაკის ნიჭი და მას გადასცა ჯილდო ― 400 ფორინტი.[2][3] როდესაც ფერენცი 1824 წელს სახლში დაბრუნდა, თან ჩაიტანა რომში ნაყიდი პატარა ცხენის ქანდაკება, რომელიც 100 წლის შემდეგ ― როცა მისმა შთამომავლებმა მუზეუმს გადასცეს ― ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ავთენტური ქანდაკება აღმოჩნდა. ქანდაკების ავთენტურობაზე მას შემდეგ მწვავე კამათი მიმდინარეობს. იშტვან ფერენცმა 1818 წელს დამზადებული მიჰალი ვიტეს ჩოკონაის ბიუსტი და 1822 წელს შესრულებული მწყემსი ქალის ბიუსტი (ანუ, როგორც მხატვარმა უწოდა: „მშვენიერი ხელობის დასაწყისი“) პეშტში გაგზავნა, სადაც მისი ნამუშევრები დიდი ტრიუმფით მიიღეს.

იშტვან ფერენცი ცნობილი უნგრელი განმანათლებლის ფერენც კაზინჩის იდეების მხურვალე მხარდამჭერი გახდა. ხელოვანი ეძებდა ქანდაკებისთვის შესაფერისი ხარისხის ადგილობრივ მარმარილოს და ბოლოს მიაგნო რუსკიცაში, თუმცა მისი დამუშავება იტალიური მარმარილოს დამუშავებაზე რთული აღმოჩნდა. იშტვან ფერენცი 1824 წელს სახლში დაბრუნდა რიმასომბატში. მან საკუთარი სახსრებით დააარსა ქანდაკების სახელოსნო და ასწავლიდა სტუდენტებს. 1832 წლის 1 სექტემბერს აირჩიეს უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1840 წელს იშტვან ფერენცი გეგმავდა მატიას I-ის ძეგლის დადგმას პეშტში, მაგრამ გეგმის განახორციელება ვერ მოახერხა. 1846 წელს იშტვანმა შექმნა ფერენც კოლჩეის მემორიალური ქანდაკება. მიუხედავად ნიჭისა, იშტვან ფერენცს არ ჰქონია მაღალი შემოსავალი. ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პენსიაზე რიმასომბატში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. იმედგაცრულებული ხელოვანი ასევე მუშაობდა მედლებზე და ესკიზებზე. მან შეცვალა მუდმივი მოძრაობის აპარატის დიზაინი.

იშტვან ფერენცი გარდაიცვალა 1856 წელს, ხოლო 1860 წლის 31 მარტს მწერალმა ანდრას ფაიმ მეცნიერებათა აკადემიაში მოქანდაკის პატივსაცემად მემორიალური სიტყვა წარმოთქვა.[4]

იშტვან ფერენცის ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს ევრიდიკეს ქანდაკებასთან ერთად. მოგვიანებით ქანდაკება ამოთხარეს და ეკლესიაში მოათავსეს.[5]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RKDartists (ნიდერლანდ.). (Hozzáférés: 2021. november 18.)
  2. Képzőművészet Magyarországon - Fine Arts in Hungary. www.hung-art.hu. (Hozzáférés: 2023. február 3.) (უნგრ.)
  3. Hanna, Solti: Fasza ez a Kölcsey-szobor a NAT hetedikeseknek szóló irodalom tankönyvén (უნგრ.). 444, 2023. február 3. (Hozzáférés: 2023. február 3.)
  4. A szobor | Leonardo Project. leonardo.szepmuveszeti.hu. (Hozzáférés: 2023. február 3.) (უნგრ.)
  5. Pásztorlányka (magyar nyelven). Magyar Nemzeti Galéria. (Hozzáférés: 2023. február 3.) (უნგრ.)