იშიქლი (ბორჩხა)
იშიქლი (თურქ. Işıklı) — ართვინის პროვინციის ბორჩხის რაიონში სოფელ ალაჯის უბანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრე ცალკე სოფლად არსებული იშიქლის ძველი სახელი სანათისი იყო. გურული ადგილის სახელი სანათისი ნიშნავს „სინათლის მომცემს“ ან „განათებულს“.[1] ეს ადგილის სახელი თურქულში შევიდა როგორც სანატისი (سناتیس).[2]
სოფელი სანათისი მდებარეობდა კლარჯეთში, რომელიც ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი ქართველებისგან მე-16 საუკუნეში დაიპყრეს.[3]
სოფელი სანათისი ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ 1877-1878 წლებში, საომარი რეპარაციების ნაწილის სახით, ოსმალეთის იმპერიის მიერ რუსეთს გადაეცა. 1886 წლის აღწერაში რუსული ადმინისტრაციის მიერ დაფიქსირებული სოფელი სანატისი (Санатиси), შედიოდა ბათუმის სანჯაყის გონიოს მაზრის სანატისის თემში და იყო ამ თემის ექვსი სოფლიდან ერთ-ერთი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელში 14 კომლში ცხოვრობდა 123 ადამიანი, მათგან 61 მამაკაცი და 62 ქალი. სოფლის მოსახლეობა აღრიცხული იყო როგორც „აჭარლები“, რაც მუსლიმ ქართველებს ნიშნავდა. სანატისის თემი მოიცავდა სოფლებს: არავეთი, ვალაშია, ბანაკნა, ოხორცია, სანატისი და შუახევი. თემის 100 კომლში ცხოვრობდა 548 ადამიანი, მათგან 292 მამაკაცი და 256 ქალი, და ეს მოსახლეობა მთლიანად შედგებოდა მუსლიმი ქართველებისგან („აჭარლები“).[4] რუსული მმართველობის დროს რეგიონში მოგზაურობდა ქართველი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სოფელში, რომელსაც ის „ცანათისს“ (ცანათისი) უწოდებდა, ცხოვრობდა 15 კომლი, ხოლო 10 კომლი 1893 წლამდე ოსმალეთში გადასახლდა.[5][6]
სოფელი სანათისი თურქეთისთვის გადაცემის შემდეგ, 1922 წელს ართვინის რეგიონში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის დროს, სოფელი დაფიქსირდა როგორც „სანატესი“, სადაც 9 კომლში ცხოვრობდა 47 ადამიანი, მათგან 25 ქალი და 22 მამაკაცი, და ეს მთელი მოსახლეობა მუსლიმი ქართველებისგან შედგებოდა. ამ დროს ეს დასახლება ექვემდებარებოდა ართვინის რეგიონის ბორჩხის მაზრის ცენტრალურ თემს.[7] ართვინის პროვინციის მკვლევარად ცნობილმა მუვაჰიდ ზეკიმ თავის 1927 წელს გამოცემულ წიგნში სოფლის სახელი დაწერა როგორც სანატისი (سناتیس). 1926 წლის მოსახლეობის აღწერაში სოფელში 9 კომლში დაფიქსირდა 47 ადამიანი, 25 მამაკაცი და 22 ქალი. ამ დროს ბორჩხის მაზრა თემად გადაკეთდა.[8]
სანათისის სახელი, ისევე როგორც ართვინის პროვინციის სხვა სოფლების სახელები, 1925 წელს შეიცვალა და სოფელს იშიქლი დაერქვა.[9] მართლაც, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ეს დასახლება მოხსენიებულია როგორც „იშიქლი“ (ایشیقلی).[10] ის ფაქტი, რომ იგი არ მოხვდა 1935 წლის საყოველთაო აღწერაში, მიუთითებს, რომ იშიქლის სოფელი, როგორც უბანი, სოფელ ალაჯს მიუერთდა. ეს დასახლება დღესაც სოფელი ალაჯის უბანია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი" (Gürcü Dilinin Açıklamalı Sözlüğü)
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.
- ↑ Roland Topçişvili, Gürcülerin Etnik Tarihi ve Gürcistan'ın Tarihsel-Etnografik Bölgeleri (ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები), 2002, s. 66-67.
- ↑ Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, "Batum oblastı" – 1251-1256.
- ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan’daki Köyleri (მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში), Tiflis, 1913, s. 147.
- ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcülerin Osmanlı Ülkesine Büyük Göçü (ქართველ მაჰმადიანთ დიდი გადასახლება ოსმალეთში მუჰაჯირი-ემიგრაცია), Tiflis, 1912, s. 135.
- ↑ Nurşen Gök, “Artvin Livası'nın Anavatan'a Katılışı Sırasındaki Durumuna İlişkin Belgeler”, Ankara Üniversitesi Türk İnkılâp Tarihi Enstitüsü Atatürk Yolu Dergisi, Sayı: 41, Mayıs 2008, s. 89-104.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.
- ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 78.