იქთიორნისები
იერსახე
| იქთიორნისები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Ichthyornithes | ||||||||
| ||||||||
იქთიორნისები (ლათ. Ichthyornithes), ამომწყდარი ფრინველების რიგი. გავრცელებული იყვნენ ცარცულ პერიოდში. ცნობილია იქთიორნისების 2 გვარი ჩრდილოეთ ამერიკიდან. იქთიორნისების სიმაღლე 1 მ აღწევდა. ჰქონდათ ორმხრივ ჩაზნექილი მალები, ფოსოებში ჩამჯდარი წვრილი ბასრი კბილები, კარგად განვითარებული ქედიანი მკერდის ძვალი და ფრთები. კარგად ფრენდნენ. იკვებებოდნენ თევზებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 5, გვ. 286, თბ., 1980