იფიანასა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იფიანასა)
იფიანასა (მითოლოგია)
სხვა კულტურებში: იფიგენია
სქესი: მდედრობითი
მამა: აგამემნონი[1] [2]
დედა: კლიტემნესტრა[1]
და-ძმა: Laodice, Chrysothemis და ორესტე

იფიანასა (ძვ. ბერძნ. Ίφιάνασσα Īphianassa — „ძლიერი დედოფალი“) — ბერძნული მითოლოგიის ნაკლებად ცნობილი წარმომადგენელი. ჰომეროსის ილიადას მიხედვით, აგამემნონისა და კლიტემნესტრას საეჭვო ქალიშვილი, ლაოდიკეს და ქრიზოთემას და, რომელიც ზოგჯერ იგივდება იფიგენიასთან. მისი არსებობა დღესაც სადავო საკითხია და სხვადასხვა წყარო მის შესახებ განსხვავებულ წყაროს გვაძლევს. ტრაგიკოსებთან ლაოდიკეს მაგივრად მის დედად გამოყვანილია ელექტრა. თავის ნაშრომებში აპოლოდორე არ ასახელებს.

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესკილესა და ევრიპიდეს შენარჩუნებულ ნაშრომებში ორესტესისა და ელექტრას ისტორიის შესახებ, იფიანასა არ ჩანს პერსონაჟად. ეს აძლიერებს თეორიას, რომ ის და იფიგენია ერთსა და იმავე მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, სოფოკლე ახსენებს მას და მიანიშნებს, რომ ის ცხოვრობს აეგისტოსა და კლიტემნესტრას სასახლეში, ელექტროასთან და ქრიზოთემასთან ერთად. [3] ნაწარმოებში „კვიპროსი“, ავტორი ასახელებს აგამემნონის ოთხ ქალიშვილს, და ამავდროულად განასხვაავებს იფიანასას და იფიგენიას [4].

ლუკრეციუსი, „De Rerum Natura“-ში, იხსენიებს იფიანასას მსხვერპლად შეწირვას მამამისის მიერ, უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა წყაროებზე დაყრდნობით, იფიანასა შეძლება იყოს არგოსის მეფის, აკრისიოსის ძმის — პროიტეს ასული. გადმოცემით, პროიტეს და მის ცოლს, სთენებოიას (სთენებეის) სულ სამი ასული ჰყავდათ: ლისიპე, იფიონე და იფიანასა. ჰესიოდეს მიხედვით, სამივე ქალწულმა უარი თქვა დიონისეს დღესასწაულებში მონაწილეობაზე, რისთვისაც ღმერთმა სამივე მათგანი გააგიჟა. ამ ინფორმაციას აკუსიელე ასწორებს. ამბობს, რომ მათ ჰერას ძველი ხის ქანდაკება შეურაცხყვეს და სწორედ ამან გამოიწვია მათი ჭკუიდან შეშლა. შეშლილმა პროიტიდებმა ხეტიალი დაიწყეს, მთელი არგოსი და პელოპონესი მოიარეს და უდაბნოში წახეტიალდნენ. მისანმა და ბალახებით მკურნალმა მელამპოდმა პროიტეს სამივე ქალიშვილის განკურნების სანცვლოდ მოსთხოვა სამეფოს ტერიტორიის ერთი მესამედის დათმობა, რაზეც პროიტემ უარი განაცხადა. მაშინ სიგიჟე სხვა ქალებსაც გადაედოთ. დედები შვილებს ხოცავდნენ, შემდეგ კი უდაბნოში გარბოდნენ. პროიტემ ისევ მელაპოდს მიმართა. მისანმა ახლა სამეფოს მეორე მესამედი თავისი ძმისთვის — ბიანტისთვის მოითხოვა. საზღაურის კვლავ მომატების შიშით პროიტემ დათმო მიწები. მელამპოდმა ჭაბუკებს მოუყარა თავი, ქალები ცეკვითა და შეძახილებით მთებიდან ბარად ჩამოიტყუეს, სიკიონში შეყარეს, სადაც მისანმა ისინი განწმენდით განკურნა. ამ გზაზე იფიონე დაიღუპა, ხოლო იფიანასა და ლისპე მეფემ მელამპოდსა და ბიანტს მიათხოვა. სხვა ვერსიით, პროიტემ ოცი უღელში შებმული მოზვერი აღუთქვა ჰელიოსს, არტემიდამ კი ჰერა დაითანხმა, რომ მისნისათვის ქალების განკურნების უნარი ებოძებინა (ბაკქილიდეს ვერსია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Любкер Ф. Agamemnon // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 43.
  2. 2.0 2.1 Любкер Ф. Iphianassa // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 666.
  3. Como, en otras versiones de la historia, se hace o se pretende hacer con Ifigenia (hermana suya o ella misma).
  4. Стасін. Кіпрії, фр.14 Івлін-Уайт