შინაარსზე გადასვლა

იუ ჯონგიონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონგიონი 2017 წელს, ფანებთან შეხვედრისას

იუ ჯონგიონი (კორ. 유정연; დაბ. 1 ნოემბერი 1996) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, ცნობილი როგორც ჯონგიონი. არის სამხრეთ კორეული გოგონების ჯგუფ Twice-ის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა JYP Entertainment-ის მიერ.

ჯონგიონი დაიბადა იო კიუნგ-ვანის სახელით, 1996 წლის 1 ნოემბერს სუვონში, გიონგის პროვინციაში, სამხრეთ კორეა. ჰყავს ორი უფროსი და, რომელთაგან ერთი არის მსახიობი გონგ სეუნგ-იონი. მამამისი იყო შეფ-მზარეული, რომელიც მუშაობდა სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტთან, კიმ დე-ჯუნგთან. ჯონგიონი ახალგაზრდა ასაკში დადიოდა აერობიკის გაკვეთილებზე და მალევე გაუჩნდა ინტერესი სიმღერისა და ცეკვის მიმართ.

ჯონგიონმა ბავშვობაში ვერ გაიარა აუდიცია, JYP Entertainment-ში მოსახვედრად, მაგრამ, საბოლოოდ, ღია აუდიციის გავლის შემდეგ, შეუერთდა სააგენტოს, 2010 წლის მარტში. Twice-ში დადებიუტებამდე მან 5-წლიანი ტრენინგი გაიარა. 2015 წელს, ჯონგიონმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროგრამაში Sixteen, რეალითი სატელევიზიო კონკურსში, Twice-ის წევრების დასადგენად. ფინალურ ეპიზოდში იგი აირჩიეს ჯგუფის ცხრა წევრიდან ერთ-ერთად. 2015 წლის ოქტომბერში ჯონგიონმა ოფიციალურად შეასრულა დებიუტი, როგორც Twice-ის წევრი, ჯგუფის პირველი EP-ს, "The Story Begins" და მისი მთავარი სინგლის "Like Ooh-Ahh" გამოშვებით. ჯონგიონი და მისი და, ერთობლივად უძღვებოდნენ სამხრეთ კორეის მუსიკალურ პროგრამას Inkigayo 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის იანვრამდე, რისთვისაც ორივემ Newcomer Award 2016 მოიპოვა, SBS Entertainment Awards-ზე. Gallup Korea-ს ყოველწლიურ მუსიკალურ გამოკითხვაში, ჯეონგიონი 2016-დან 2019 წლამდე ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში მოხვდა სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარულ აიდოლთა შორის, ჯგუფის წევრ ნაიონთან ერთად.

2023 წლის 1 ნოემბერს ჯეონგიონმა გამოუშვა "O Christmas Tree"-ის ქავერი, როგორც Apple Music-ის "Carols Covered" დასაკრავი სიის ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]