იუსუფ ადილ-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუსუფ ადილ-შაჰი
ბიჯაპურის სასულთნოს 1-ლი სულთანი
მმართ. წლები: 1490-1510
მემკვიდრე: ისმაილ ადილ-შაჰი
გარდ. თარიღი: 1510
გარდ. ადგილი: შაჰპური
მეუღლე: ბუბუჯი ხანუმი
შვილები: ისმაილ ადილ-შაჰი, მარიამ სულთანი, ხადიჯა სულთანი, ბიბი სათი
დინასტია: ადილ-შაჰის დინასტია
რელიგია: შიიტური ისლამი
ეროვნება: წარმოშობით ქართველი

იუსუფ ადილ-შაჰი (დ. 1450 — გ. 1510) — ადილ-შაჰის დინასტიის დამაარსებელი და ბიჯაპურის სასულთნოს პირველი სულთანი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ვერსიაა მისი ქართული წარმომავლობა[1][2][3]. ამ ვერსიის თანახმად, მაჰმუდ ღავანმა იგი ირანში შეიძინა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი წარმოშობით სპარსია[4] ან თურქმენი[5][6].

ზოგიერთი ისტორიკოსი კი თვლის, რომ იგი არის ოსმალეთის იმპერიის სულთან მურად II-ის შვილი[7][8].

მის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან იმ პერიოდის ისტორიკოსები მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი (იგივე ფერიშთა) და რაფი ად-დინ შირაზი. სხვადასხვა ვერსიების არსებობის მიუხედავად, ორივე თანხმდება, რომ უსუფი საქართველოდან გატაცებული და მონად გაყიდული ახალგაზრდა გახლდათ, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრა მოახერხა[3]. ფერიშთას სიტყვებით, საქართველოში ყარა-ყოიუნლუსა (შავბატკნიანები) და აყ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანები) თუქმანთა თარეშის დროს ტყვედ წაყვანილთა შორის უნდა ყოფილიყო ყრმა იუსუფუც, რომელმაც რამდენიმე წელი სპარსეთში გაატარა. სწორედ იქ მოაქციეს ისლამზე და სახელიც იქვე შეუცვალეს. სპარსეთიდან ინდოეთში წაუყვანიათ და ბაჰამანის სასულთნოს დიდვაზირის, წარმოშობით სპარსი ღავანისთვის საჩუქრად მიურთმევიათ.

XVII საუკუნის მიწურულის იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი თავის ნაშრომში „STORIA DO MOGOR“ აღნიშნავდა, რომ:

ვიკიციტატა
„ბიჯაპურის პროვინციას მართავდა ერთი ქართული წარმოშობის რენეგატი, სახელად უსუფი, რომელიც მანამდე სამეფო ხაზინას ხელმძღვანელობდა, რის გამოც გამოსახულია ხელში ოქროს გასაღებით.“

1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ-შაჰი ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა, რომ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს „თეთრკანიანი ჯარისკაცები“ შეადგენდნენ, რომლებიც აშკარად გამოირჩეოდნენ სამეფოს ადგილობრივი, მოყავისფრო კანის მქონე მოსახლეობისაგან.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსუფი 1510 წელს გარდაიცვალა, როდესაც 67 წლისა იყო. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში, ცნობილ სუფი ჩანდაჰ-ჰუსეინის აკლდამაში[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chaurasia, Radhey Shyam (2002). History of Medieval India: From 1000 A.D. to 1707 A.D., გვ. 101. 
  2. Subrahmanyam, Sanjay (2012). Courtly Encounters: Translating Courtliness and Violence in Early Modern Eurasia, გვ. 101. 
  3. 3.0 3.1 3.2 უსუფ ადილ-შაჰი – ინდური სამეფო დინასტიის დამაარსებელი ქართველი მბრძანებელი
  4. Meri, Josef W. (January 2006) Medieval Islamic Civilization, Volume 1 An Encyclopedia. Routledge, გვ. 108. ISBN 978-0-415-96691-7. „In 1481, Yusuf ‘Adil Khan, a Persian slave who claimed to descend from the Ottoman sultan Murad III, became the governor of Bijapur.“ 
  5. Vernon O. Egger (2016) A History of the Muslim World since 1260: The Making of a Global Community. 
  6. Clifford Edmund Bosworth (2007) Historic Cities of the Islamic World, გვ. 55. 
  7. Nikki R. Keddie,Rudi Matthee (2011) Iran and the Surrounding World: Interactions in Culture and Cultural Politics. University of Washington Press., გვ. 25. 
  8. Salma Ahmed Farooqui, A Comprehensive History of Medieval India: From Twelfth to the Mid-Eighteenth Century, (Dorling Kindersley, 2011), p.174. .