იუსტუს ლიბიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუსტუს ლიბიხი
გერმ. Justus von Liebig
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1803(1803-05-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი დარმშტადტი, ჰესენის დიდი საჰერცოგო[11] [8] [1] [12]
გარდ. თარიღი 18 აპრილი, 1873(1873-04-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [13] (69 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[11] [8] [1]
დასაფლავებულია სამხრეთის ძველი სასაფლაო
მოქალაქეობა ჰესენის დიდი საჰერცოგო
საქმიანობა ქიმიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, აგრონომი და მწერალი[14]
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, გისენის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი[12]
განთქმული მოსწავლეები ფრიდრიხ კარლ ლუდვიგ შედლერი, ალექსეი ტიხომანდრიცკი და Franz Varrentrapp
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
შვილ(ებ)ი იოჰანა ლიბიხი, გეორგ ფონ ლიბიხი და ჰერმან ფონ ლიბიხი
ნათესავ(ებ)ი Jacob Volhard
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, მუინხენის საპატიო მოქალაქე, კოპლის მედალი[15] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ალბერტის მედალი[16] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
ხელმოწერა

იუსტუს ლიბიხი (გერმ. ustus von Liebig; დ. 12 მაისი, 1803, დარმშტადტი — გ. 18 აპრილი, 1873, მიუნხენი) — გერმანელი ქიმიკოსი, აგრონომიული ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაიბადა დარმშტადტში (გერმანია). მამამისს პატარა ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა, სადაც სხვადასხვაგვარ ლაქებსა და საღებავებს ამზადებდა და ჰყიდდა. იუსტუსი მამას ეხმარებოდა და დაინტერესდა ქიმიით. იგი სხვადასხვა დავალების შესასრულებლა დადიოდა მღებავთან, მეაფთიაქესთან, საპნის მხარშავთან და ყველგან ცდილობდა რაიმე ახალი გაეგო. როცა საპნის მხარშავთან საპნის დამზადებას უყურა, სახლში დაბრუნებულმა თავადაც დაამზადა ხელის საპონი.

ერთხელ იუსტუსმა ბაზარში მოხეტიალე ქიმიკოსი ნახა, რომელიც ბიჭუნასათვის უკვე ნაცნობი ნივთიერებების ნარევისაგან „ჭექა-ქუხილსა და ცეცხლს“ იღებდა. ამის შემდეგ იგი ქიმიურმა ცდებმა გაიტაცა.

გიმნაზიაში მთავარი საგნები იყო ლათინური და ბერძნული ენები. ლიბიხი ამ საგნებში მოიკოჭლებდა. როცა გიმნაზიის დირექტორმა ჰკითხა, ასე ცუდად რომ სწავლობ, რას აპირებ, მომავალში რა უნდა გამოხვიდეო, იუსტუსმა მიუგო: „მე ქიმიკოსი უნდა გამოვიდეო“.

ერთხელ ბერძნული ენის გაკვეთილზე იუსტუსის ჩანთიდან საშინელი გრუხუნით ავარდა ცეცხლის ალი. ამის გამო ის სკოლიდან გარიცხეს. ხოლო ერთ-ერთი ცდის დროს აფეთქებამ სხვენზე მოთავსებული ჭაბუკის საცხოვრებელ ოთახს ნახევარი სახურავი ააგლიჯა. მეაფთიაქემ თავიდან მოიშორა მოუსვენარი თანაშემწე, ლიბიხმა კი გადაწყვიტა ქიმია სერიოზულად შეესწავლა.

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა იუსტუსი

1820 წელს იგი ბონის უნივერსიტეტში შევიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალაქ ერლანგენის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ქიმია რომ უფრო სრულყოფილად შეესწავლა, ლიბიხი პარიზში გადავიდა, ამ დროისთვის პარიზი ქიმიური მეცხიერების ცენტრად ითვლებოდა. პარიზში ქიმიის ლექციებზე ცდებს ატარებდნენ.

პარიზში დაწერა ლიბიხმა თავისი პირველი შრომა მგრგვინავი მჟავისს კვლევის შედეგებზე (იუსტუსი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას ატარებდა ამ ცდებს). ამ ნაშრომმა სახელი გაუთქვა 22 წლის მეცნიერს.

1824 წელს საფრანგეთიდან დაბრუნებული ლიბიხი უკვე გისენის უნივერსიტეტის პროფესორია. პირველი რაც მან გააკეთა ქიმიური ლაბორატორიის ორგანიზაცია იყო. ამ დროს უნივერსიტეტებში ლაბორატორიები არ იყო და არც თანხებს იძლეოდნენ მათ მოსაწყობად. ლიბიხმა იცოდა, რომ ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელი იყო ნაყოფიერი მუშაობა. მან მოახერხა ყოფილი ყაზარმის შენობაში მოეწყო ლაბორატორია. წლების მანძილზე ყიდულობდა ხელსაწყოებს თავისი საკუთარი ხარჯით. 28 წლის განმავლობაში ლიბიხმა გისენში შექმნა ქიმიური კვლევის უდიდესი ცენტრი, სადაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები ჩადიოდნენ. ლიბიხის მოწაფეები - ბუხნერი, კეკულე, მერკი, კოპი, ჟერარი, რუსებიდან ვოსკრესენსკი, ზინინი, სოკოლოვი და სხვ. ცნობილი მეცნიერები გახდნენ. ლიბიხმა დაამუშავა რაოდენობითი ანალიზის მეთოდები ორგანულ ქიმიაში, პირველმა მიიღო ქლოროფორმი, ძმრის ალდეჰიდი, გამოყო ჰიპურის მჟავა და ბევრი სხვა ნაერთი.

ლიბიხის მიზანი იყო, ქიმია ცხოვრების სამსახურში ჩაეყენებინა. მან წამოაყენა სარკეების მოვერცხვლის ახალი უვნებელი ხერხი, ყვითელი სისხლის მარილის მიღების ხერხი და სხვ. განსაკუთრებით ბევრი გააკეთა ლიბიხმა ქიმიის მიღწევების გამოყენებას მემცენარეობასა და მეცხოველეობაში. იმ პერიოდში ევროპაში, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, მიწის მუშები სულ უფრო და უფრო ჩიოდნენ ნიადაგის გამოფიტვის გამო.

ლიბიხის უდიდესი დამსახურებაა მიწათმოქმედების მეორე მნიშვნელოვანი კანონის „მინიმუმის კანონის„ ანდა როგორც მას შემდეგში უწოდებდნენ „შემზღუდველი ფაქტორების კანონის დადგენა“. ლიბიხმა დაამტკიცა, რომ მინერალური ნივთიერებები და მოსავლიანობის სხვა ფაქტორები: წყალი, სინათლე, სითბო და სხვ. ერთნაირად საჭიროა და ერთმანეთს ვერ ცვლის. ერთი რომელიმე ფაქტორის ნაკლებობაც კი მკვეთრად ამცირებს მოსავალს. ტიმირიაზოვი ასე უხსნიდა „მინიმუმის ანონს“ თავის ლექციებში გლეხებს და აგრონომებს.: „ეს არის გეჯა, რომლის ცაალკეულ ფიცრებზე მიწერილია მცენარის საკვების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები და მისი საერთო საარსებო პირობები. ფიცრები სხვასხვა სიმაღლეზეა გადახრილი, და ცხადია, წყლის რაოდენობა, რომელსაც გეჯა დაიტევს, დამოკიდებულია ყველაზე დაბალი ფიცრის შესაბამის დონეზე. ასევეა მინდორშიც, მოსავალი დამოკიდებულია იმ ნივთიერებასა თუ პირობაზე, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობისაა; ჩვენ ტყუილად გაავზრდიდით სხვებს - სხვა ფიცრების სიმაღლეს, დიდი მოსავალი ჩვენს გეჯა-მინდორში მაინც ვერ ჩაეტევა“.

ლიბიხის პერსონალური ლაბორატორია

კაპიტალიზმის განვითარებასა და ქალაქების მოსახლეობის ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნედლეულზე. გლეხები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიეღოთ თავიანტ ნაკვეთზე, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ნიადაგს აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა ის ნივთიერებები, რომლებსაც მცენარეები იღებდნენ და მარცვლის, ხორცის, რძის, კვერცხის, ბოსტნეულისა და კარტოფილის შედგენილობაში გადადიოდა. ამიტომაც მიწა ყოველი მოსავლის შემდეგ უფრო მწირი ხდებოდა.

1840 წელს ლიბიხმა გამოაქვეყნა წიგნი „ორგანული ქიმის გამოყენება მიწათმოქმედებასა და ფიზიოლოგიაში“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა აგრონომიაში. ამ წიგნში ლიბიხმა ბრწყინვალედ განაზოგადა იმ დროისაათვის დაგროვილი ქიმიური ცოდნა მცენარეთა კვების კანონზომიერებაზე და წამოაყენა მცენარეთა მინერალური კვების ახალი თეორია. მაშინ ბევრმა მეცნიერმა - პავლოვმა რუსეთში, ბუსენგომ საფრანგეთში და შპრენგელმა გერმანიაში უკვე იცოდნენ, რომ მიწის განაყოფიერება შეიძლეობოდა გვარჯილის „შარდოვანას მარილის“ (შარდოვანას), ნაცრის, ძვლის ფქვილითა და თაბაშირით. მაგრამ სოფლის მეურნეები და თითქმის ყველა აგრონომი ლიბიხის წიგნის გამოსვლამდე თვლიდნენ, რომ სასუქად მხოლოდ ნაკელის გამოყენება შეილებოდა. იმ დროს გაბატონებული იყო მცენარეთა კვების ჰუმუსური თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მცენარეები უშუალოდ ნეშომპალათი-ჰუმუსით იკვებებოდნენ.

ლიბიხმა იმდროინდელ მეცნიერთა მონაცემების საფუძველზე დაასკვნა, რომ მცენარეების ნახშირბადს ჰაერის ნახშირორჟანგიდან იღებდნენ და არა ჰუმუსიდან. მან დაამტკიცა, რომ ჰუმუსი წყალში არ იხსნება და მხოლოდ ამიტომ არ შეიძლება მცენარეს საკვებად გამოადგეს. ლიბიხმა ერთმანეთს შეადარა მოსავალზე ერთი წონითი ერთეული ძვლის ფქვილისა და ნაცრის და ერთი წონითი ერთეული ნაკელის გავლენა მოსავალზე და დაასკვნა, „მინდერის კულტურებისს მოსავლის მატება და კლება ზუსტ პროპორციაშია სასუქთან ერთად შეტანილი მინერალური მივთიერებების მატებასა და კლებასთან.“ ლიბიხის აზრით, ნაკელი იმიტომ ანაყოფირებს ნიადაგს, რომ მისი ხრწნისას (მინერალიზაციისას) თავისუფლდება ამიაკი, ფოსფორის და გოგირდის მჟავები, რომლებსაც მცენარე ითვისებს. მაგრამ როცა მეურნეობა მოსავალს იღებს, ნათელი ხდება, რომ იგი ბევრად უფრო მეტი რაოდენობით აორთქლებს ნიადაგს მცენარეებისთვის საჭირო ნივთიერებებს, იმასთან შედარებით, რაც ნაკელის საშუალებიტ შეაქვთ მასში. ცხოველთა საკვებში შემავალ მინერალურ ნივთიერებათა დიდი ნაწილი ხმარდება ხორცის, მატყლის, რძისა და სხვა პროდუქტების წარმოქმნას.

ეს პროდუქტები, ისევე როგორც საკვები მარცვლეული, კარტოფილის ბოლქვები, შაქრის ჭარხლის ძირხვენები სოფლის მეურნეობას ტოვებენ და მათთან ერთად საბოლოოდ იკარგება მათი შემადგენელი ნივთიერებებიც, რომლებიც მცენარემ ნიადაგიდან მიიღო.

როცა მინდორი მარტო ნააკელით ნოყიერდება, ყოველწლიურად განიცდის იმ ნივთიერებების უკმარისობას, რომლებიც ნიადაგიდან მცენარეს მიაქვს, ამიტომ ლიბიხმა ჩამოაყალიბა მცენარეების მიერ ნიადაგიდან აღებული მინერალური მივთიერებების „დაბრუნების კანონი“. იგი წერდა, რომ ნაკელთან ერთად ნიადაგში აუცილებელია მინერალური ნივთიერებების შეტანა, ხოლო იმ მეურნეებს, ვინც არ იცავდა „დაბრუნების კანონს“ უწოდებდა დამტაცებლებს, ნიადაგის ნაყოფიერების გამფლანგველებს და შთამომავლობის კეთილდღეობისადმი უსულგულოდ და გულგრილაად განწყობილ პიროვნებებს.

ლიბიხის ქანდაკება მიუნხენში

კარლ მარქსი მაღალ შეფასებას აძლევდა „დაბრუნების კანონს“: „ლიბიხის ერთ-ერთი უკვდავი დამსახურებაა თანამედროვე მიწათმოქმედების უარყოფითი მხარეების გამორკვევა ბუნებისმეტყველების თვალსაზრისით“,- წერდა იგი. მსხვილმა მიწისმფლობელებმა და მემამულეებმა თავდაპირველად ლიბიხს შეუტიეს „შეურაწყოფისათვის“, ლიბიხმა მათ ნიადაგის გამფლანგველები და გამჩანაგებლები უწოდა, მერე კი სცადეს საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ „დაბრუნების კანონი“, როგორც მიწისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გარდუვალი გაძვირების დამამტკიცებელი გარემოება. ამისათვის ბურჟუაზიულმა ეკონომისტებმა გამოიგონეს ყალბი „კანონი კლებადი ნაყოფიერებისა“, რომელიც ბუნებას სდებდა ბრალს, ხალხი გააღატაკა და პროდუქტების ფასები ასწიაო. ლენინმა ამხილა ეს ცრუ კანონი, იგი წერდა: „მარქსმა დიდი ხანია უარყო ეს „კანონი“, რომელიც ბუნებას სდებდა ბრალს...მაშნ როცა მთელი დანაშაული კაპიტალისტურ საზოგადოებრივ წყობას ადევს“. მინერალური სასუქების გამოყენების პროპაგანდამ, რასაც ლიბიხი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა, უკვე სიცოცხლეშივე გამოიღო ნაყოფი. მინერაული სასუქები არა მარტო იცავდა, არამედ ნიადაგს გამოფიტვისაგან და უნარჩუნებდა ნაყოფიერების იმდროინდელ დონეს, არამედ ზრდიდა მოსავალს. ამ გარემოებას საბოლოოდ უარყო ბურჟუაზიული მონაჭორი „კლებადი ნაყოფიერების კანონზე“. ზოგ ქვეყანაში მინერალურმა სასუქებმა XX საუკუნის დასაწყისისათვის ორჯერ გაზარდა მოსავალი 1840 წელთან შედარებით, როცა ლიბიხმა ის იყო წამოაყენა მცენარეთა მინერალური კვების თეორია.

ნიადაგის ნაყოფირების შენარჩუნების ძირითად კანონებთან ერთად ლიბიხმა დაამუშავა ადამიანებისა და ცხოველტა კვების მეცნიერული მიდგომის საფუძვლები. ეს გამოჩენილი მეცნიერის კიდევ ერთი დიდი დამსახურებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buttner, J. (2000), "Justus von Liebig and his influence on clinical chemistry.", Ambix 47 (2): 96–117, Jul 2000, , PMID 11640225
  • Glas, E. (1976), "The Liebig-Mulder controversy. On the methodology of physiological chemistry", Janus; revue internationale de l'histoire des sciences, de la médecine, de la pharmacie, et de la technique 63 (1–2–3): 27–46, PMID 11610199
  • Guggenheim, K. Y. (1985), "Johannes Müller and Justus Liebig on nutrition.", Korot 8 (11–12): 66–76, PMID 11614053
  • Halmai, J. (1963), "Justus Liebig", Orvosi hetilap 104: 1523–4, Aug 11, 1963, PMID 13952197
  • Kempler, K. (1973), "[Justus Liebig]", Orvosi hetilap 114 (22): 1312–7, Jun 3, 1973, PMID 4576434
  • Kirschke, Martin (2003), "Liebig, his university professor Karl Wilhelm Gottlob Kastner (1783–1857) and his problematic relation with romantic natural philosophy.", Ambix 50 (1): 3–24, Mar 2003, , PMID 12921103

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ladenburg Liebig, Justus von // Allgemeine Deutsche BiographieL: 1883. — ტ. 18. — S. 589–605.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Brock W. H. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 www.accademiadellescienze.it
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118572741 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. 12.0 12.1 Либих, Юстус // Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
  13. Base biographique
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners#Full-list-of-winners
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 218.