იუსტიციის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Public Service Hall
იუსტიციის სახლი

ყველაფერი ერთ სივრცეში
უწყების შესახებ
შეიქმნა 2011წ.
მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე
უწყების ტიპი სსიპ
საიტი
www.psh.gov.ge

იუსტიციის სახლი — ერთი სახლი, ერთი შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო მომსახურებების დიდი უმრავლესობა. ის თავის თავში აერთიანებს: ნოტარიუსთა პალატის, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრის, ეროვნული არქივისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებებს. მისი მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება. ამჟამად, იუსტიციის სახლში შესაძლებელია 400-მდე მომსახურებით სარგებლობა ერთ სივრცეში.

მომსახურების სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის სახლში მისულ მომხმარებელს შესასვლელთან მომსახურების კონსულტანტები ეგებებიან, რომლებიც მას მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ აკვალიანებენ და შესაბამის ოპერატორთან ამისამართებენ.

მომსახურების დარბაზი 3 ძირითად სფეროდ არის დაყოფილი:

  • თვითმომსახურების სივრცე;
  • სწრაფი მომსახურების სივრცე;
  • ხანგრძლივი მომსახურების სივრცე.

თვითმომსახურების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმომსახურების სივრცეში მოთავსებულია ავტომატიზირებული სისტემები. მათი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს სხვადასხვა მომსახურება, როგორიცაა ქონების ან ბიზნესის შესახებ ამონაწერი, ბიომეტრული ფოტო პასპორტისთვის, თანხის განაღდება ბანკომატიდან, დისტანციური გადახდების წარმოება და ა.შ.

სწრაფი მომსახურების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწრაფი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია ყველა იმ მომსახურების მიღება, რომლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 2 წუთს არ აღემატება. მაგალითად, აქ გაიცემა მზა პასპორტი, პირადობის მოწმობა, აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით დამოწმებული დოკუმენტი, სარეგისტრაციო გადაწყვეტილება თუ ამონაწერი უძრავ ქონებასა თუ ბიზნესში და ა.შ.

ხანგრძლივი მომსახურების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია იმ მომსახურების მიღება, რომლის განხორციელებაც 5 წუთზე მეტ დროს მოითხოვს. ასეთებია: პასპორტზე განაცხადის ჩაბარება, ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება, არქივიდან ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის მიღება და სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე განაცხადის ჩაბარება.

მომსახურების სივრცის მსგავსი დაყოფა მინიმუმამდე ამცირებს ხანგრძლივი და ქაოტური რიგის წარმოქმნის საშიშროებას, მოქალაქეთა გადაადგილებას უფრო ორგანიზებულს და მოწესრიგებულს ხდის, ხოლო მომსახურების მიღების მსურველთა თანმიმდევრობას კი სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონული სისტემა აწესრიგებს.

ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები (TOP ხუთეული)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ID ბარათი;
  • ქორწინების რეგისტრაცია;
  • პასპორტი;
  • დაბადების რეგისტრაცია;
  • ქონების რეგისტრაცია.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის სახლები ამ ეტაპზე გახსნილია საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და დაბაში:

იუსტიციის სახლების გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის სახლების გეოგრაფია

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 წელს, იუსტიციის სახლმა, პროფილის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაში გაიმარჯვა ნომინაციაში „ახალი ქართული ბრენდი“. [1]
  • 2012 წელს გაეროს მიერ გამოცხადებული ნომინაციაში - „სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“, გამარჯვებულად გამოცხადდა იუსტიციის სახლი. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პროფილის ჯილდო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-04. ციტირების თარიღი: 2012-06-07.
  2. გაეროს ჯილდო[მკვდარი ბმული]