შინაარსზე გადასვლა

იუსტიციის სასახლე (რომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუსტიციის სასახლე (იტალ. Palazzo di Giustizia) მეტსახელად საშინელი სასახლე (იტალ. il Palazzaccio) — იტალიის საკასაციო უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო საჯარო ბიბლიოთეკის ადგილსამყოფელი. ის მდებარეობს რომის პრატის რაიონში.

დაპროექტებულია პერუჯელი არქიტექტორის გულიელმო კალდერინის მიერ და აშენებულია 1888-1910 წლებში. მართლმსაჯულების სასახლე ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ახალ შენობად, რომელიც რომის იტალიის სამეფოს დედაქალაქად გამოცხადებას მოჰყვა.[1] საძირკველის ქვა ჩაიდო 1888 წლის 14 მარტს იუსტიციის მინისტრისა და დიდი ბეჭდის მცველის ჯუზეპე ზანარდელის თანდასწრებით, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა პრესტიჟულ ადგილმდებარეობას პრატის რაიონში, სადაც სხვადასხვა ახალი სასამართლო შენობები უკვე შენდებოდა.[2]

ალუვიური ნიადაგი, რომელზეც შენობა დგას, საჭიროებდა მასიურ ბეტონის პლატფორმას საძირკვლის საყრდენად.[3] ამის მიუხედავად, არასტაბილურობის პრობლემები განვითარდა სასახლის დასრულების შემდეგ და დაწევამ გამოიწვია საჭიროება გულმოდგინე სარესტავრაციო პროექტისა, რომელიც 1970 წელს დაიწყო.[1]

საძირკვლისთვის გათხრებმა გამოავლინა რამდენიმე არქეოლოგიური აღმოჩენა, მათ შორის რამდენიმე სარკოფაგი. ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის, კრეპერეია ტრიფენას ჩონჩხი, შესანიშნავად დამუშავებულ სახსრიან სპილოს ძვლის თოჯინასთან ერთად, რომელიც ახლა შენახულია მუზეუმში.[4] 1911 წლის 11 იანვარს, მშენებლობის დაწყებიდან ოცდაორი წლის შემდეგ, შენობა ოფიციალურად გაიხსნა იტალიის მეფის, ვიტორიო ემანუელ III-ის თანდასწრებით.

შენობის უჩვეულოდ დიდი ზომა, გასაოცარი დეკორაციები და მშენებლობის ხანგრძლივი პერიოდი ქმნიდა კორუფციის ეჭვს.[5] 1912 წლის აპრილში დაინიშნა საპარლამენტო კომისია საკითხის გამოსაძიებლად და მან წარმოადგინა თავისი დასკვნები მომდევნო წელს.[6] ამ საქმემ გამოიწვია შენობის პოპულარული და დამამცირებელი მეტსახელის Palazzaccio-ს წარმოშობა.[3]

გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოს არქიტექტურით შთაგონებული შენობა ზომით 170 მეტრია 155-ზე და მთლიანად დაფარულია ტრავერტინის კირქვით.[1] მდინარე ტიბრისკენ მიმართული ფასადის ზემოთ მას აგვირგვინებს დიდი ბრინჯაოს კვადრიგა, რომელიც იქ 1926 წელს დაიდგა, ის არის პალერმოელი მოქანდაკის ეტორე ქსიმენესის ნამუშევარი.[2] ათი დიდი ქანდაკება გამოჩენილი იურისტებისა ამშვენებს პანდუსებს მთავარი ფასადისა და შიდა ეზოს წინ. ფასადის ზედა ნაწილი, რომელიც პიაცა კავურისკენ გადის, შემკულია სავოის სახლის ბრინჯაოს გერბით. უზენაესი სასამართლოს დარბაზის შიგნით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დიდი დარბაზი (ან კალდერინის გეგმებზე როგორც Aula Maxima) არის ჩეზარე მაკარის მიერ დაწყებული (1840-1919) რამდენიმე ფრესკა, იგი პარალიზებული გახდა 1909 წელს და სამუშაო ვერ დაასრულა. საქმე გააგრძელა მაკარის ყოფილმა სტუდენტმა პარიდე პასკუჩიმ (1866-1954).[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Touring Club Italiano, Collana Guida d'Italia, Roma (8th ed., 1993; ISBN 88-365-0508-2), pp. 672–673 (Italian)
  2. 2.0 2.1 2.2 Alberto Tagliaferri, Guide rionali di Roma – Rione XXII Prati (Rome: Fratelli Palombi Editori, 1994) pp. 57–60 (Italian)
  3. 3.0 3.1 Armando Ravaglioli, Roma inizio secolo, in the series Roma tascabile (Rome: Newton Compton, 1995; ISBN 88-8183-220-8), p. 26
  4. Crepereia Tryphaena it. ციტირების თარიღი: 9 January 2020
  5. Guglielmo Calderini, Guglielmo Calderini direttore dei lavori del Palazzo di giustizia in Roma agli illustri magistrati che dovranno giudicarlo (Rome: Casa editrice italiana, 1909)
  6. Commissione parlamentare d'inchiesta sulla spesa per la costruzione del palazzo di giustizia in Roma (Legge 4 aprile 1912, N. 317): Relazione e allegati (Rome: Tipografia del Senato, 1913)