იუსტინიანა-პრიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქის ნაშთები
აეროფოტო, 1937

იუსტინიანა პრიმა (სერბ. Царичин град, ცარიჩინ გრად) — ბიზანტიური ქალაქი, რომელიც არსებობდა 535-დან 615 წლამდე. დღეს, არქეოლოგიური ძეგლი ლებანესთან ახლოს, სამხრეთ სერბეთში. დააარსა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა და იყო ცენტრალურ ბალკანეთს დაქვემდებარებული საარქიეპისკოპოსოს ცენტრი.

1979 წელს, იუსტინიანა-პრიმა სერბეთმა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლების სიაში მოათავსა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ნაშთები

ქალაქი დაარსდა იმპერატორ იუსტინიანე I-ის მიერ, მის დაბადების ადგილთან ტაურესიუმთან ახლოს. არსებობდა 535 წლიდან 615 წლამდე და იყო ცენტრალურ ბალკანეთს დაქვემდებარებული საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. დღეს, ამ ადგილას სოფელი ტაორია (სკოპიესთან ახლოს, ჩრდილოეთი მაკედონია). სერბი მკვლევარები ამ ძეგლს ასევე უკავშირებენ ბედერიანას, ადგილს სადაც იუსტინიანეს ბიძა და დამრიგებელი იუსტინე I დაიბადა. ქალაქის არქიტექტურაში შერწყმული იყო კლასიკური და ქრისტიანული ელემენტები: აბანოები, ფორუმი და ქუჩები კოლონადებით. ტიპური ხმელთაშუაზღვიური შტრიხები კი — ბევრ ქრისტიანულ ტაძარზე აისახა.

535 წელს, იუსტინიანემ თავად გასცა ქალაქისა და იუსტინიანა-პრიმას არქისაეპისკოპოს დაარსების ბრძანება. ქალაქი, ამავდროულად, ილირიკის პრეფექტურის ცენტრი, სალონიკის ნაცვლად უნდა ყოფილიყო (ამ ფაქტის სისწორეზე ისტორიკოსები დავობენ).

იუსტინიანა-პრიმას ხანმოკლე არსებობის განმავლობაში, სალონიკს ადმინისტრაციული ფუნქციები პრაქტიკულად არ დაუკარგავს. მიუხედავად ამისა, ახლად დაარსებული ქალაქი არ იყო უმნიშვნელო: იუსტინიანა-პრიმა იუსტინიანეს ფავორიტ პროექტად მიიჩნევა. 545 წელს იმპერატორმა გამოსცა კიდევ ერთი კანონი, რომელიც ხაზს უსვამდა იუსტინიანა-პრიმას საეპისკოპოსო უფლებებსა და სტატუსს. ეს დასტურდება იმპერატორ იუსტინიანესა და გრიგოლ I-ის VI საუკუნის ბოლოთი დათარიღებული მიმოწერით.

615 წელს ქალაქი დუნაის ჩრდილოეთიდან მოსულმა ავარიელებმა გაანადგურეს.

არქეოლოგიური ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრები თითქმის 150 წელია ფრანგი მკვლევარების მონაწილეობით ტარდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]