იური პროხოროვი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
იური პროხოროვი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 15 დეკემბერი 1929[1] [2] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1] |
გარდ. თარიღი | 16 ივლისი 2013[2] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ტროეკუროვის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ალბათობის თეორია და მათემატიკა |
მუშაობის ადგილი | სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | MSU Faculty of Mechanics and Mathematics და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია და მიხეილ ლომონოსოვის პრემია |
იური ვასილის ძე პროხოროვი (რუს. Ю́рий Васи́льевич Про́хоров; დ. 15 დეკემბერი, 1929, მოსკოვი, სსრკ — გ. 16 ივლისი, იქვე) — საბჭოთა და რუსი მათემატიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1972). დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი (1949), პროფესორი იქვე (1957 წლიდან). 1949 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში (1969 წლიდან დირექტორის მოადგილე). მისი შრომები ძირითადად ეძღვნება ალბათობის თეორიას, განსაკუთრებით ამ თეორიის ასიპტოტურ მეთოდებს. იყო დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მესამე გამოცემის მთავარი რედაქციის წევრი. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1970).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 221.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Прохоров Юрий Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.