იური ნიკოლაევი
| იური ნიკოლაევი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
16 დეკემბერი, 1948 კიშინიოვი |
| გარდაცვალების თარიღი |
4 ნოემბერი, 2025 (76 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
| საქმიანობა | ტელეწამყვანი |
| ჯილდოები | რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1998) |
იური ალექსანდრეს ძე ნიკოლაევი (დ. 16 დეკემბერი, 1948, კიშინიოვი - გ. 4 ნოემბერი, 2025, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი ტელეწამყვანი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1998).
ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მუსიკალური სატელევიზიო გადაცემებით: „დილის ფოსტა“, „დილის ვარსკვლავი“ და „რესპუბლიკის მემკვიდრეობა“
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1948 წლის 16 დეკემბერს მოლდავეთის სსრ- ში, ქალაქკიშინიოვში.
მამა - ალექსანდრე ნიკოლაევი - შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი, დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით დიდ სამამულო ომში მონაწილეობისთვის [1] [2]
მისი ბაბუა რეპრესირებულ იქნა და კანადაში ემიგრაციაში წავიდა, რის შესახებაც იურიმ უკვე ზრდასრულ ასაკში შეიტყო.
დედა - ვალენტინა ნიკოლაევა, НКВД-ს კაპიტანი, დიდი სამამულო ომის მონაწილე, უფროსი და - ტატიანა (დ.1940) დედის პირველი ქმრისგან, რომელიც გარდაიცვალა 1941 წელს ოდესის კატაკომბებში [3]
სკოლის წლებში ის დრამატულ კლუბში დადიოდა და საბავშვო როლებს ასრულებდა კიშინიოვის ტელევიზიაში.
1965 წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა ГИТИС-ში [4], რომელიც ხუთი წლის შემდეგ დაამთავრა თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წლიდან 1975 წლამდე მუშაობდა ა. ს. პუშკინის სახელობის თეატრში.
1973 წლიდან 1975 წლამდე ის ტელევიზიაში შტატგარეშე თანამშრომელი იყო. 1975 წლიდან სსრკ-ის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის დიქტორთა განყოფილების თანამშრომელია. პირველი გადაცემა, რომელსაც იური ნიკოლაევი უძღვებოდა, იყო „წინ, ბიჭებო!“[5].
1975 წლიდან 1991 წლამდე ის იყო ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამის - „დილის ფოსტა“ მუდმივი წამყვანი. გადაცემა საბჭოთა ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. მცირე ხნით მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვებები სსრკ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის კომპანიის ცენტრალურ ტელეარხზე. ასევე, მიჰყავდა ისეთი პოპულარული მუსიკალური გადაცემები, როგორიცაა „ცისფერი ეკრანი“, „წლის სიმღერა“, იურმალას სიმღერების ფესტივალები, საბავშვო გადაცემა „ძილი ნებისა, პატარებო!“ და სხვა.

1991 წელს მან დააარსა სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანია „ЮНИКС“ (იური ნიკოლაევის სტუდია), რომელიც ამზადებდა ყოველკვირეულ გადაცემას „დილის ვარსკვლავი“. 1991 წლიდან 2003 წლამდე ის ამ გადაცემის მუდმივი წამყვანი იყო.[6] [7]
1995 წლის მარტიდან ის გასართობი პროგრამის „გამოიცანი მელოდია!“ ერთ-ერთი პროდიუსერია.
1995 წლის ბოლოს ის იყო შემოქმედებითი ასოციაცია „კვინტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1996 წლის თებერვლიდან იყო მოსკოვის ტელევიზიის გენერალური პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1997 წლის თებერვლამდე).
1996 წელს მან დააარსა ბავშვთა პირველი ეროვნული შემოქმედებითი პრემია - „მოწოდება“.
1997 წლის თებერვლიდან ის განახლებული მუსიკალური პროგრამის - „დილის ფოსტა“ წამყვანია.
2003 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ტელეარხ „როსიაზე“. 2003 წლიდან 2005 წლამდე იყო რუსული განათლების შესახებ გადაცემა „დიდი ცვლილებების“ წამყვანი, ხოლო 2006 წლიდან 2008 წლამდე - ტელეშოუების „ცეკვა ყინულზე“ (2 სეზონი) და „ცეკვა ვარსკვლავებთან“ (3 სეზონი) წამყვანი.
2008–2009 წლებში, ლარისა გრიბალიოვასთან ერთად, „РТР-Беларусь“ არხზე გადაცემა „დილის ფოსტის“ წამყვანი იყო.[8]
2009 წლის შემოდგომაზე ის დაუბრუნდა პირველ არხზე. 2009 წლის 6 სექტემბრიდან 2016 წლის 25 სექტემბრამდე მას (დიმიტრი შეპელევთან ერთად) მიჰყავდა გადაცემა „რესპუბლიკის მემკვიდრეობა“.[9] 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლამდე მას მიჰყავდა გადაცემა „ჩვენს დროში“.[10]
2015 წელს მან შეასრულა სიმღერა „იურის კუნძული“, რომლის ტექსტიც ეკუთვნის მის სეხნიას იური ნიკოლაევს, იგორ ნიკოლაევის მამას. სიმღერისთვის მუსიკა იგორ ნიკოლაევმა დაწერა.
2017 წლის 9 ივლისიდან 2021 წლის 5 სექტემბრამდე ის პირველ არხზე უძღვებოდა დილის გადაცემა-ინტერვიუს „გულწრფელად“ [11]. ასევე, პერიოდულად არხზე სადღესასწაულო კონცერტებიც მიჰყავდა.
იყო რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ჟურნალ „დათვის“ რედაქციის წევრი. მოსკოვის ინგლისური კლუბის წევრი[1] . 1997 წლიდან - „იუნესკოს“ სამეურვეო საბჭოს წევრი.[1]
იური ნიკოლაევი 2025 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გართულებული პნევმონიით.[12] დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Юрий Александрович Николаев. Биографическая справка დაარქივებული 2009-11-25 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Юрий Николаев: «Людей — „Подсвечников“ в храме уже нет» დაარქივებული 2011-02-09 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Юрий Николаев не стал отцом из-за грехов молодости | Собеседник.ру დაარქივებული 2016-08-26 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ ТВ დაარქივებული 2011-03-12 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Элеонора Николаева: «Николаев так воспитан — считает, мужчине негоже стонать и жаловаться»| Интервью | Звёзды | Tele.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-27. ციტირების თარიღი: 2016-08-26
- ↑ Из писем к "Утренней звезде"
- ↑ РАФАЭЛЬ ЗДЕСЬ БОЛЬШЕ "НЕ СИДИТ" (2002-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-09. ციტირების თარიღი: 2021-06-09
- ↑ Почта, которую ждут. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-19. ციტირების თარიღი: 2018-12-19
- ↑ До свидания, «Две звезды». Известия (2009-08-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-06. ციტირების თარიღი: 2017-08-30
- ↑ Ирина Петровская. (2013-09-06) «Анатомия процесса» в гостях у сказки. «Первый канал» ностальгирует по светлому советскому прошлому, а Андрей Лошак изучает «Анатомию процесса». Новая газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-20. ციტირების თარიღი: 2021-06-09
- ↑ Первый канал запускает новое шоу с Юрием Николаевым. ТАСС (2017-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-30. ციტირების თარიღი: 2017-06-27
- ↑ елеведущий Юрий Николаев умер после продолжительной болезни
- ↑ Юрия Николаева похоронили в Москве
- დაბადებული 16 დეკემბერი
- დაბადებული 1948
- გარდაცვლილი 4 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2025
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- რუსი ტელეწამყვანები
- რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენის კავალრები
- რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალრები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალულები
- კიშინიოვში დაბადებულები