იური ლოსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ლოსმანი

მარცხნიდან მარჯვნივ: იური ლოსმანი და ჰანეს კოლეჰმაინენი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი იური ლოსმანი
ესტ. Jüri Lossmann
ეროვნება ესტონეთის დროშა ესტონელი
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1891
დაბ. ადგილი კაბალა, ესტონეთი, რუსეთი
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1984(1984-05-01) (93 წ.)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
სიმაღლე 169 სმ
წონა 69 კგ
სპორტი
ქვეყანა ესტონეთი და შვედეთი
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა 10 000 მ, მარათონი
კლუბი Kalev Tallinn
მედლები
ესტონეთის დროშა ესტონეთის წარმომადგენელი
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ანტვერპენი 1920 მარათონი

იური ლოსმანი (ესტ. Jüri Lossmann; დ. 4 თებერვალი, 1891 — გ. 1 მაისი, 1984) — ესტონელი მძლეოსანი, ასპარეზობდა გრძელ მანზილზე სირბილში. 1920 წელს მეორე ადგილი დაიკავა მარათონში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც გამარჯვებულ ჰანეს კოლეჰმაინენს 13 წამით ჩამორჩა, თუმცა მესამე ადგილოსან ვალერიო არის თითქმის 4 წუთით აჯობა. 1924 ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე იური ესტონეთის გუნდის მედროშე იყო და მარათონზე მეათე ადგილი დაიკავა[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ლოსმანი დაიბადა 1891 წლის 4 თებერვალს კაბალაში, ესტონეთის გუბერნიაში. თავდაპირველად ლოსმანი ფეხბურთის კლუბ მერკურიში თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით მძლეოსნობაში დაიწყო ასპარეზობა. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა კიდეც, თუმცა გამოჯანმრთელება შეძლო და 1916 წელს მოიგო მარათონი ტალინში და რუსეთის ჩემპიონატი 5 000 მ დისტანციაზე. 1923 წელს მოიგო საერთაშორისო მარათონი გეტებორგის თამაშებზე, შვედეთში. 1929 წელს დაამყარა ესტონეთის რეკორდი ერთ საათიან სირბილში, ამავე წელს იასპარეზა ანტვერპენის მარათონში[1][2].

გარდა სირბილისა, ლოსმანი 19221936 წლებში მუშაობდა შოკოლადის ესტონურ ფაბრიკა კალევიში, 1930-იან წლებში ავარჯიშებდა ესტონელ გრძელ მანზილზე მორბენლებს. 19421944 წლებში მოღვაწეობდა სპორტულ ადმინისტრატორად ესტონეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის ანექსირებამდე ლოსმანმა შეძლო შვედეთში გადაფრენა. ადრეულ პერიოდში როსმანს საიუველირო მომზადება ჰქონდა გავლილი და შვედეთში ჩასვლის შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მჭედლად დაიწყო მუშაობდა. 1964 წელს მან ვერცხლის თასი დაუმზადა შვედეთის მეფეს, გუსტავ VI-ს, რითაც გამოხატა მადლიერება შვედეთში მცხოვრები ესტონელი ხალხის სახელით.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Jüri Lossmann Olympic Results. sports-reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 October 2012.
  2. 2.0 2.1 Lossmann, Jüri. Eesti spordi biograafiline leksikon