იური ზიცარი
იერსახე
| იური ზიცარი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 14 აპრილი, 1928[1] |
| დაბ. ადგილი | სამარა |
| გარდ. თარიღი | 23 ივნისი, 2009[2] (81 წლის) |
| გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ენათმეცნიერი და ბასკური ლინგვისტიკა |
| ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
იური ვლადიმერის ძე ზიცარი (რუს. Ю́рий Влади́мирович Зы́царь; დ. 14 აპრილი, 1928, სოფ. მაკუშინო, კურგანის ოლქი, რუსეთი, — გ. 23 ივნისი, 2009, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ენათმეცნიერი.
დაამთავრა ლენინგრადის უცხო ენების ინსტიტუტი 1950 წელს. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბასკური ენის შესახებ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ორიოლსა და სამარაში. 1976-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იური ზიცარის სამეცნიერო კვლევის სფერო ეხება ბასკური ენის ეტიმოლოგიას, რეკონსტრუქციას, ბასკური და იბერიულ-კავკასიური ენების ტიპოლოგიური კვლევის საკითხებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაჭავარიანი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 372.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.