შინაარსზე გადასვლა

იური ვასაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ვასაძე
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1935
ასკანა, ოზურგეთის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 9 სექტემბერი, 2006 (71 წლის)
საქმიანობა მსახიობი

იური ვასაძე (დ. 31 მარტი, 1935, ასკანა, ოზურგეთის რაიონი — გ. 9 სექტემბერი, 2006) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1999).

იური ვასაძე დაიბადა 1935 წლის 31 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში. 1948 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა, 1961 წელს — შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1961-1978 წლებში იყო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1978-1988 წლებში — თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. მის რეპრტუარში იყო: ვანო, თეოფილე (ა. კერესელიძე „ჯაზომანია“, „ალუბლები ყვავიან“), ამბროსი (შ. ჯოჯუა „მეკარე“), ბიძინა (შ. მილორავა „სამი უფროსის მსახური“), დომენტი (გ. ცაბაძე „ბრწყინვალე სამეული“), სიმონიკა (ვ. ცაგარეიშვილი „მზის დაბნელება საქართველოში“), ბუხუტი (ს. ნასიძე „სტუდენტები“), ბაბაჯანა (ლ. აიშვილი „ბაბაჯანას ქოშები“), ევტიხი (შ. ჯოჯუა „სტუმარი და მასპინძელი“), ყვარყვარე (ნ. გაბუნია „ყვარყვარე თუთაბერი“), დონდლო (ო. თაქთაქიშვილი „მუსუსი“), ვახტანგი (ა. დუნაევსკი „გაბზარული ფირფიტა“), პელიკანი (კალმანი „ცირკის პრინცესა“) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში: სიყვარული ყველას უნდა, დათა თუთაშხია, მშობლიურო ჩემო მიწავ!, თეთრი ბაირაღები, უძინართა მზე და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

,