იური ბერიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იური ბერიშვილი (დ. 18 ოქტომბერი, 1958, თბილისი) — ქართველი მხატვარი.

დაიბადა 1958 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

გამოფენებში მონაწილეობა დაიწყო 1982 წლიდან. პერსონალური გამოფენები: საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, 1994), „აბსურდის ილუზია“ (N გალერეა, თბილისი, საქართველო, 1999); „Fecit“, გალერეა „TMS“ (თბილისი, საქართველო, 2000); კლუბი „ალი ბაბა და ყაჩაღები“ (თბილისი, საქართველო, 2001); „ემიგრაცია“ (აშშ-ის საელჩო საქართველოში, თბილისი, 2002); გალერეა „TMS“ (თბილისი, საქართველო, 2004); გალერეა „TMS“ (თბილისი, საქართველო, 2007); „ბაია გალერეა“ (თბილისი, საქართველო, 2008); გალერეა 9 (თბილისი, საქართველო, 2009).

იური აგრეთვე მონაწილეობს ჯგუგურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: მსოფლიო ბანკის კოლექცია (ვაშინგტონი, აშშ); ნენსი და ნორტონ დოჯის ფონდი, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ ჯერსი, აშშ); თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, საქართველო); საქართველოს ეროვნული მუზეუმი — ეროვნული გალერეა (თბილისი); ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში; ქორთიარდ მარიოტი (თბილისი, საქართველო).

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1994 — პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1996 — პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1997 — პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 47, თბ., 1998-1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]