შინაარსზე გადასვლა

იური ბარაკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ბარაკოვიჩი
დაბადების თარიღი 1548[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Rtina
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 1628(1628-08-01)[1] [8]
გარდაცვალების ადგილი რომი
საქმიანობა პოეტი, მწერალი[9] და მღვდელი[9]

იური ბარაკოვიჩი (ხორ. Juraj Baraković, დ. 1548, პლემიცი ზადარი, ვენეციის რესპუბლიკა — გ. 1 აგვისტო, 1628, რომი) — რენესანსის ეპოქის ხორვატი პოეტი, მღვდელი, კანონიკი ზაგრებში და თავის დროზე ცნობილი მქადაგებელი.

იური ბარაკოვიჩი კეთილშობილური წარმოშობის ოჯახიდანაა. მან დაწყებითი განათლება ზადარში მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო ვენეციასა და იტალიის სხვა ქალაქებში. მან ასევე მიიღო სასულიერო განათლება და კარგად იცნობდა რენესანსის იტალიური ლიტერატურის კლასიკური მწერლების, ასევე იმდროინდელი ხორვატი მწერლების შემოქმედებას.

ახალგაზრდობაში მან გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო. 1564 წელს გახდა სასულიერო პირი, კანონიკი ზაგრებში, ხოლო 1586-1598 წლებში მსახურობდა მღვდელმთავრად ნოვიგრადში. ალბათ ამ დროს მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1602 წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, იგი განდევნეს და გადაასახლეს შიბენიკში. სიცოცხლის განმავლობაში მან სამჯერ იმოგზაურა რომში, როგორც პილიგრიმმა, სადაც 1628 წელს გარდაიცვალა.

იური ბარაკოვიჩი დაკრძალულია რომის საკათედრო ტაძარში, სადაც მას ძეგლი დაუდგეს ლათინური წარწერით.

პოეტის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1582 წელს. იგი ცნობილი გახდა ახალი და ძველი აღთქმის თარგმანების წყალობით, გამოიცა რა კრებული „იარულა“ (1618). დაახლოებით 1618 წელს მან დაწერა „Ljuba v G.N. id est Deliciae amicorum, varia specie carminis“, რომელიც გამოქვეყნდა ვენეციაში 1698 წელს. ეს ნამუშევარი იდენტურია სხვა ნამუშევართან სახელწოდებით „Vila Slovinska“. ეს უკანასკნელი არის ეპიკური პოემა 13 სიმღერაში, გამორჩეული თავისი გეგმით, სტილითა და ლექსის სტრუქტურით, რომელშიც პოეტი ადიდებს ქალაქ ზადარის წარსულსა და აწმყოს. ავტორმა, სხვათა შორის, თავის პოემაში ჩადო საინტერესო ხალხური სიმღერა „Majka Margarita“. პოემა თავისი ხატოვნებით ახლოსაა ვერგილიუსის, დანტე ალიგერის, ზორანიჩის ალეგორიულ შუა საუკუნეების პოეზიასთან.

დაახლოებით 1682 წელს, ვენეციაში დაიბეჭდა „Vila“. გარდა ამისა, ბარაკოვიჩმა დაწერა ეპიკური ნაწარმოები „Giarulla urescena cvitjem od scest vikov svita“, რომელიც გამოქვეყნდა ვენეციაში 1618 და 1702 წლებში, ასევე კომედია — „Draga Kabska Pastierica“.

ბარაკოვიჩის პოეზია დიდწილად მოწმობს მასზე, რომ ის სლავური იდეის მხარდამჭერია. ერთ-ერთ ლექსში ის წერს, რომ სლავური მეტყველება ყველგან ისმის, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.