იური ანდრუხოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ანდრუხოვიჩი

იური ანდრუხოვიჩი 2022 წელს
სრული სახელი იური იგორის ძე ანდრუხოვიჩ
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1960
დაბადების ადგილი ივანო-ფრანკოვსკი, უსსრ, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა პროზაიკოსი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი
ენა უკრაინული ენა
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი და Ukrainian Academy of Printing
ჯილდოები ჰერდერის პრემია, Hannah Arendt Prize[1] , ანტონოვიჩების ფონდის პრემია, გოეთეს მედალი[2] , ლაიფციგის წიგნების პრემია ევროპულ ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის და Golden Writers of Ukraine
შვილ(ებ)ი სოფია ანდრუხოვიჩი

იური იგორის ძე ანდრუხოვიჩი (უკრ. Юрій Ігорович Андрухович; დ. 13 მარტი, 1960) — უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, უკრაინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ ივანო-ფრანკივსკში. ანდრუხოვიჩის ნაშრომები ნათარგმნია ქართულ, პოლონურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, უნგრულ, ფინურ, შვედურ, ესპანურ, ჩეხურ, სლოვაკურ, ხორვატულ და სერბულ ენებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ანდრუხოვიჩი დაიბადა 1960 წლის 13 მარტს, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში. 1982 წელს ქალიშვილი სოფია ანდრუხოვიჩი შეეძინა. 1985 წელს ვიქტორ ნებორაკთან და ოლექსანდრ ირვანეცთან ერთად პოეზიის ჯგუფი „ბუ-ბა-ბუ“ დააარსა. 1991 წლიდან რედაქტორობდა მხატვრულ-ლიტერატურულ ჟურნალს „Четверг“ და თანამშრომლობდა ჟურნალთან „Перевал“.

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცა და მოედნები (Небо і площі, 1985)
  • ქალაქის ცენტრი (Середмістя, 1989)
  • ეგზოტიკური ჩიტები და მცენარეები (Екзотичні птахи і рослини, 1991)
  • ეგზოტიკური ჩიტები და მცენარეები დამატებით „ინდოეთი“: ლექსების კოლექცია (Екзотичні птахи і рослини з додатком «Індія»: Колекція віршів, 1997)
  • სიმღერები მკვდარი მამლისთვის (Пісні для мертвого півня, 2004).
  • წერილი უკრაინას. რჩეული (Листи в Україну. Вибране, 2013).

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობების ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარცხნივ, სადაც გულია (Зліва, де серце, 1989)

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეკრეაცია (Рекреації, 1992)
  • მოსკოვიადა (Московіада, 1993)
  • უხამსობა (Перверзія, 1996)
  • თორმეტი ბეჭედი (Дванадцять обручів, 2003)
  • საიდუმლო. რომანის ნაცვლად (Таємниця. Замість роману, 2007).
  • სამართლიანობის საყვარლები (Коханці юстиції, 2017)[3]

ესეების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადგილზე დეზორიენტაცია (Дезорієнтація на місцевості)
  • ცენტრალურ-აღმოსავლური რევიზია (Центрально-східна ревізія, 2000)
  • ეშმაკი ყველში იმალება (Диявол ховається в сирі, 2006).

ქართული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ანდრუხოვიჩის „მოსკოვიადა“, ქართულად 2017 წელს გამოიცა.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ანდრუხოვიჩი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: ჰერდერის პრემია (2001), ერიხ მარია რემარკის მშვიდობის პრემია (2005), ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრემია (2006), ანგელუსის ჯილდო (2006), ჰანა არენდტის პრემია (2014) და გოეთეს მედალი (2016).[4]

იური ანდრუხოვიჩი უკრაინის პერიოდული გამოცემის „Критика“ და „Potyah 76“ რედაქტორთა საბჭოს წევრია. არის ზბიგნევ ჰერბერტის საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს ჟიურის წევრი.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]