იურიკ ვარდანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იურიკ ვარდანიანი
Yurik Vardanian.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Յուրի Վարդանյան
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1956(1956-06-13)
დაბ. ადგილი გიუმრი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 2018(2018-11-01)[1] (62 წლის)
გარდ. ადგილი აშშ
სიმაღლე 171[2]
წონა 82[2]
ქვეყანა სსრკ და სომხეთი
ჯილდოები ლენინის ორდენი, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

იური ნორაროვიჩ ვარდანიანი (რუს. Юрий Норайрович Варданян; სომხ. Յուրի Վարդանյան, დ. 13 ივნისი, 1956 — გ.1 ნოემბერი, 2018) — საბჭოთა სომეხი ძალოსანი. [3] [4] 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი. კარიერის განმავლობაში მან დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. სწავლობდა სომხეთის ლენინაკანის ლოკომოტივში. 1977 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება და 1985 წელს მიენიჭა ლენინის ორდენი. 1994 წელს იგი აირჩიეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად. [5]

2009 წელს ვარდანიანი გახდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მრჩეველი, 2013 წლის მაისში დაინიშნა სპორტის მინისტრად. ივნისში, სომხეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ვარდანიანი დაიბადა 1956 წლის 13 ივნისს, გიუმრიში, სომხეთში. ძალოსნობა 1970 წელს დაიწყო, მისი მასწავლებელი ბიძამისი, სერგეი ვარდანიანი იყო.

იური ვარდანიანი პირველად ძალოსნობის საერთაშორისო სცენაზე 1977 წელს გამოვიდა. მან იმ წელიწადში ორჯერ იასპარეზა აღმოსავლეთ გერმანელისპიტერ ვენზელის წინააღმდეგ, რომელიც საშუალო კატეგორიაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ძალოსანი იყო, თუმცა ორივეჯერ დაამარცხა. ასევე იმავე წელს ვარდანიანმა პირველად მოიგო სსრკ-ს ჩემპიონატი. ვარდანიანმა დაამყარა ყველა მსოფლიო რეკორდი 20 წლის ასაკში, ხოლო 21 წლის ასაკში გახდა ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონი. [6] [7] [8] მისი წარმატებისთვის მან იმ წელს მიიღო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის ჯილდო.

1978 წელს ვარდანიანი გადავიდა მსუბუქი მძიმე წონით კატეგორიაში (82.5 გ). ის მალე კვლავ გახდა ევროპის ჩემპიონი და მალევე დაამყარა ყველა დივიზიონის რეკორდი. ოთხი თვის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ვარდანიანი შეჯიბრებაში შედარებით დაჩრდილა უფრო ცნობილმა ძალოსანმა, დევიდ რიგერტიმ. მან დაამარცხა ვერცხლის მედალოსანი, უნგრელი პიტერ ბაცზაკო. [9] [10]

1979 წელს, ვარდანიანის ადგილი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქი მძიმეწონოსანი ძალოსანი, კვლავ დაუპირისპირებელი დარჩა. მან იმ წელს სსრკ -ს შეჯიბრებებზე მრავალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდანიანი 2010 წლის სომხეთის საფოსტო ბარათზე
ვარდანიანი 2010 წლის სომხურ მარკაზე

ვარდანიანმა გაიცნო თავისი ცოლი ელეონორა, სსრკ -ს ეროვნულ სპორტულ ნაკრებებში ერთად ვარჯიშისას. ისინი დაქორწინდნენ 1983 წელს სომხეთში. წყვილს სამი ვაჟი ეყოლა: დავითი (1983 წ.), ნორაირი (1987 წ.) და მაიკლი (1995 წ.). მათი შუა ვაჟი, ნოირარ ვარდანიანი, არის ოლიმპიური ძალოსანი, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს [11] 2012 წლის ოლიმპიადაზე, იგი ახლა აშშ -ს სახელით თამაშობს. [12]

ვარდანიანი შეერთებულ შტატებში გადავიდა 1992 წელს და დასახლდა ლოს ანჯელესში. ის ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება მაშინდელ პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანთან და ეს იყო იმის მიზეზი, რომ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ის სომხეთში დაბრუნდა 2009 წელს. [13]

2010 წლის 8 ოქტომბერს ვარდანიანი ავტოკატასტროფაში მოყვა, როდესაც მისი მანქანა დაეჯახა ტრაქტორს ერევანი - გიუმრის გზატკეცილზე. იგი გადაიყვანეს აშტარაკის, [14] მოგვიანებით კი ნაირის სამედიცინო ცენტრში. ვარდანიანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ბარძაყის ძვალზე და წვივი დაუზიანდა, მაგრამ მოგვიანებით გამოჯანმრთელდა. [15]

დღემდე ვარდანანი სომხეთში გმირად არის მიჩნეული ძალოსნობის სპორტში გაწეული ღვაწლისათვის.

იური ვარდანიანი გარდაიცვალა 2018 წლის 1 ნოემბერს, 62 წლის ასაკში. [16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Legendary Armenian weightlifter Yuri Vardanyan passes away in US
  2. 2.0 2.1 Olympedia — 2006.
  3. Great Russian Encyclopedia (2006), Moscow: Bol'shaya Rossiyskaya Enciklopediya Publisher, vol. 2, pp. 601–602.
  4. Yuri Vardanyan. Sports-reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 17 February 2010
  5. Weightlifting Hall of Fame. International Weightlifting Federation. ციტირების თარიღი: 14 October 2013
  6. 1977 World Championships – Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  7. 1977 European Championships – Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  8. 1977 USSR Championships – Middleweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  9. 1978 European Championships – Light Heavyweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  10. 1978 World Championships – Light Heavyweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  11. Vardanian_Interview.doc. www.iwf.net. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2021.
  13. Dadayan, Khachatur (23 November 2009). „Յուրի Վարդանյանի հայտնի և անհայտնի բաների մասին“. Luys Ashkarh. ციტირების თარიღი: 17 December 2012.
  14. Olympic champion Yuri Vardanyan injured in car accident. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 13 December 2012
  15. Yuri Vardanyan in satisfactory condition after surgery. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 13 December 2012
  16. Weightlifting legend, ex-ambassador Yuri Vardanyan dead at 62. ციტირების თარიღი: 2018-12-09