იურგენ მეიერ-ჰერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იურგენ მეიერ-ჰერმანი
იურგენ მაიერ-ჰერმანი — არქიტექტორი.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი 1965(1965-10-30)[1] (51 წელი)
დაბ. ადგილი შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[2]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[3]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მნიშვნელოვანი პროექტები მეტროპოლ პარასოლი, მესტიის აეროპორტი და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
საიტი jmayerh.de
Jürgen Mayer-Hermann ვიკისაწყობში

იურგენ მეიერ-ჰერმანი (გერმ. Jürgen Mayer-Hermann; ასევე ცნობილია როგორც იურგენ მეიერი; დ. 30 ოქტომბერი 1965, შტუტგარტი) — გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი. ბერლინში არქიტექტურული ფირმა „J. MAYER H.“-ის ხელმძღვანელი[4].

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი სწავლობდა შტუტგარტის უნივერსიტეტში, კუპერ იუნიონში“ და პრინსტონის უნივერსიტეტში[5].

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულ და გამოფენილ იქნა მსოფლიოს მასშტაბით და ნიუ–იორკისა და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო კოლექციის ნაწილია.[6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურგენ მეიერს 2003 წელს მიღებული აქვს მის–ვან–დერ–როი–ს ჯილდო დამწყები არქიტექტორებისთვის, პროექტ „Stadthaus Ostfildern“-ისთვის გერმანიაში და 2005 წელს მოიგო ჰოლსიმის ჯილდო „Metropol Parasol“-ისთვის სევილიაში, ესპანეთში[7]. 2011 წელს ის იყო ჰოლსიმის ჯილდოს რეგიონალური ჟიური[8].

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურგენ მეიერის შემოქმედებას ეკუთვნის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დიზაინი (2011), ასევე მესტიის პოლიციის შენობის და იუსტიციის სახლის (2012), მესტიის აეროპორტის (2010), ავტომაგისტრალ ს1-ზე არსებული 2011-2012 წლებში დასრულებული მოსასვნებელი კომპლექსები და ამჟამად მშენებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის[9] და ახალქალაქის რკინიგზის სადგურის დიზაინები[10].

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]