იუნუს-აღა ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია პოლიტიკური მოღვაწეს ეხება. იუნუს აღა ბოლქვაძე შესახებ იხილეთ იუნუს-აღა ბოლქვაძე.
იუნუს აღა ბოლქვაძე
Იუნუსი.jpg


იუნუს აღა ბოლქვაძე — აღა, სოფ. დიდაჭარის მამასახლისი, 1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მონაწილე, საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან აღა ბოლქვაძე-არფემინოღლი მეთაურობდა. აჯანყების ჩასახშობად შინაგანი ჯარის თანხლებით, ხულოში ჩამოვიდა ლავრენტი ბერია. აჯანყებულებმა სოფელ სხალთაში გადაინაცვლეს. მათთან მოსალაპარაკებლად ბერიამ მუნიციპალიტეტში დიდი ავტორიტეტის მქონე ძმები იუნუს-აღა ბოლქვაძე და აღალი-აღა ბოლქვაძე გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ, აჯანყებულებმა თან გაიყოლეს ინუსი და აღალი ბოლქვაძეები და დროებით თურქეთს შეაფარეს თავი, მთავრობამ სისხლში ჩაახშო ამბოხი. აჯანყებულები სიტუაციის დამშვიდების შემდეგ უკან დაბრუნდნენ (თავად ალისულთან ბოლქვაძე კი 1979 წელს გარდაიცვალა სტამბოლში და იქვეა დაკრძალული). მთავრობამ აჯანყებულების მხარდაჭერა არ აპატია და მოგვიანებით სამივე ძმა აღალი-აღა ბოლქვაძე (სოლოვკის კუნძულებზე), ინუს-აღა ბოლქვაძე (შუა აზიაში) და დურსუნ-აღა ბოლქვაძე დაპატიმრეს და გადაასახლეს.

1916 წელს გაზეთ ,,საქართველოში" აპოლონ წულაძე იხსენებს იუნუს აღასთან შეხვედრის დეტალებს და ახასიათებს მას: ,,ჩემი მეგობარი ახალგაზრდა გახლავს, დიდ აჭარის მამასახლისი (სამმართველო ხულოშია) იუნუს აღა ბოლქვაძე. მაისში მე ის უკვე არჩეული, მაგრამ დაუმტკიცებელი დავტოვე. მე მას ხუთი წელიწადია ვიცნობ, გურიის ხშირი სტუმარი და სიძეა, ქართველ ქრისტიანების დიდი მეგობარი. მამასახლისობას ჩვენის რჩევით დათანხმდა და დაგვპირდა, რასაც მირჩევთ დავიჯერებთო. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ყოჩაღადაც იქცევა: სკოლების გახსნას, გზების გაკეთებას, გაზეთების გავრცელებას და ასეთ კულტურულ საქმეებს ხელს უწყობს (როგორც გადმომცეს)“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენვერ ბოლქვაძე, ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგია, ბათუმი, 1998
  • გაზეთი “საქართველო” N197. 04/09/1916.