შინაარსზე გადასვლა

იუნიუს ბასუსის ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუნიუს ბასუსის ბაზილიკა (იტალ. basilica Iunii Bassi) — სამოქალაქო ბაზილიკა ესკვილინის ბორცვზე რომში, ადგილზე, რომელსაც ამჟამად იკავებს სემინარიო პონტიფიჩიო დი სტუდი ორიენტალი, ვია ნაპოლეონე III-ზე. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მოზაიკური ტექნიკის ნიმუშებით.

ბაზილიკა ააშენა იუნიუს ბასუსმა 331 წელს მისი კონსულობის დროს. V საუკუნის მეორე ნახევარში. პაპ სიმპლიციუსის დროს, ის გადაკეთდა წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიად.

მისი ბოლო ნაშთები ხელახლა აღმოაჩინეს და დაანგრიეს 1930 წელს. ამ გათხრების შედეგად ასევე აღმოაჩინეს ავგუსტუსის დროინდელი სახლი (შემდგომი რეკონსტრუქციით), რომელიც შეიცავდა III საუკუნის მოზაიკებს, ერთი დიონისური სიუჟეტით და მეორე სახლის მფლობელების სახელებით (არიპიუსები და ულპიუს ვიბიუსები). ეს მოზაიკები ამჟამად გამოფენილია სემინარიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]