იუნიუს ანიუს ბასუსი
იერსახე
| იუნიუს ანიუს ბასუსი | |
|---|---|
| ლათ. Iunius Annius Bassus | |
|
| |
| დაბადების თარიღი | III საუკუნე |
| გარდაცვალების თარიღი | IV საუკუნე |
| მოქალაქეობა | ძველი რომი |
| შვილ(ებ)ი | იუნიუს ბასუსი |
იუნიუს ანიუს ბასუსი (ლათ. Iunius Annius Bassus) — IV საუკუნის შუა პერიოდის რომის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, კონსული 331 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]318-331 წლებში ბასუსს ეკავა იტალიის პრეტორიანელთა პრეფექტის თანამდებობა. 331 წელს იგი დაინიშნა კონსულად ფლავიუს აბლაბიუსთან ერთად.
შესაძლოა, იუნიუსი ქრისტიანი ყოფილიყო. ბასუსმა ესკვილინის ბორცვზე ააგო ბაზილიკა (ე.წ. იუნიუს ბასუსის ბაზილიკა), რომელშიც შემორჩენილია მისი გამოსახულება. ასევე, მას აიგივებენ ბასუსთან, რომელიც მფარველობდა პოეტ პუბლილიუს ოპტატიანუს ფორფირიუსს.
მისი ვაჟი, იუნიუს ბასუსი, მოგვიანებით ქალაქ რომის პრეფექტი (პრეფექტუს ურბი) გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jones A. H. M. Iunius Bassus 14 // Prosopography of the Later Roman Empire (англ.) / A. H. M. Jones, J. R. Martindale, J. Morris. — [2001 reprint]. — Cambridge: Cambridge University Press, 1971. — Vol. I: A.D. 260–395. — P. 154-155. — ISBN 0-521-07233-6.
- Elsner, J.R., Imperial Rome and Christian Triumph: The Art of the Roman Empire AD 100—450, Oxford University Press, 1998, p. 192. ISBN 0192842013,