იუნის ნური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნის ნური
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1878
ერევანი, ერევნის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 1950 (71 წლის)
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების მიზეზი სა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერიასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1896—1949

იუნის ნური (აზერ. Yunis Nuri, ფსევდონიმი იუნის ჰაჯი სულეიმან ოღლი სულეიმანოვი; დ. 23 იანვარი, 1878, ერევანი — გ. 5 იანვარი, 1950, იქვე) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მსახიობი. ერევნის აზერბაიჯანული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

იუნის ჰაჯი სულეიმან ოღლი სულეიმანოვი დაიბადა 1878 წლის 23 იანვარს ერევანში. 1896 წელს დაიწყო მუშაობა ერივნის თეატრში და სიცოცხლის ბლომდე მუშაობდა ერევნის აზერბაიჯანულ თეატრში.[1]

მან შეასრულა ისეთი როლები, როგორებიც არის ჰაჯი ყარა (მირზა ფათალი ახუნდოვი „ჰაჯი ყარა“), სოლთან ბეგი (უზეირ ჰაჯიბეკოვი „არშინ მალ ალანში“), ექიმი (ჟან ბატისტ მოლიერის ნაწარმოებში), ათაქიში, ალაჰვერდი (ჯაბარ ჯაბარლის „სევილი“ „1905 წელი“), გიკო (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპოში“) შეიჰ ნასრულა (ჯალილ მამედყულიზადე „მკვდრებში“) და სხვა. იუნის ნურის ნატამაშები აქვს ასევე კინოშიც. მან შეასრულა როლები ისეთ ფილმებში როგორებიცაა: „ზანგეზური“, „სევანის მეთევზეები“, „ანაითი“ და სხვა.[1]

იუნის ნური გარდაიცვალა 1950 წლის 5 იანვარს ერევანში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Јунис Нури. Под ред. Дж. Кулиева. Азербайджанская советская энциклопедия.Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии. 1981