იუნანის მედიცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იუნანის სისტემის მიხედვით 1868 წელს ინდოეთში ურდუზე დაბეჭდილი სამედიცინო წიგნის ყდა.

იუნანის მედიცინა (ურდ. طب یونانی‎, tibb yūnānī) —სპარსულ-არაბული ტრადიციული მედიცინა, რომელიც გამოიყენება სამხრეთ აზიისა და თანამედროვე შუა აზიის მუსლიმურ კულტურაში. იუნანის მედიცინა ფსევდომეცნიერებად ითვლება.[1][2]

ძველი ბერძნული მედიცინის მსგავსად, იუნანის მედიცინა ემყარება ოთხი კლასიკური სითხის კონცეფციას: ლიმფური (ბალხამი), სისხლი (დამ), ყვითელი ნაღველი (საფრა) და შავი ნაღველი (საუდა), მასზე აგრეთვე  გავლენა მოახდინა ინდურმა და ჩინურმა ტრადიციულმა სისტემებმა.[3]

ინდოეთის უზენაესი სასამართლო და ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია  იუნანის, აიურვედას და სიდჰების სამედიცინო ტრადიციებს შარლატანობად თვლიან. იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებიც თავს ტრადიციულ მედიცინის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებად მიიჩნევენ, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს განაცხადა, რომ ” არაკვალიფიციური შარლატანები, რომლებსაც არ აქვთ მიღებული  სამეცნიერო ცოდნა და არ გაუვლიათ საჭირო მომზადება აკრედიტირებულ ინსტიტუტებში  დიდ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას და თამაშობენ ადამიანების სიცოცხლით“. [4][5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების ისლამის სამედიცინო ტრადიცია ინდოეთში მე -13 საუკუნეში მოხვდა  დელის სასულთნოს  ფორმირებით და შემდგომში მოგოლთა იმპერიის დროს თავისებურად განვითარდა  ინდოეთის სამედიცინო სწავლების —სუშრუტა და ჩარაკის გავლენით. ალაუდინ ხალჯის (გარდ. 1316) თავის კარზე ჰყავდა რამდენიმე გამოჩენილი ექიმი (ჰაკიმი)]. მისი მმართველობისას მოხდა  იუნანის მედიცინის განვითარება ინდოეთში, აგრეთვე შექმნა ლიტერატურა იუნანის ტრადიციის შესახებ.[7][8][9][10]

დიაგნოსტიკა და მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირბაჰუტი (თრომბიდიუმის წითელი ხავერდის ტკიპა) იუნანის მედიცინაში გამოიყენება სამკურნალოდ.

იუნანი, აიურვედას მსგავსად, ემყარება ადამიანის სხეულში ოთხი ელემენტის არსებობის თეორიას. იუნანის მედიცინის მიმდევრების აზრით, ეს ელემენტები სითხეებშია და მათი წონასწორობა ჯანმრთელობას იწვევს, დისბალანსი კი დაავადებებს.

იუნანის ტრადიციის პრაქტიკოსების აზრით,  Quwwat-e-Mudabbira-e-Badan (სხეულის უნარი შეინარჩუნოს ჯანმრთელობა)-ის დარღვევამ  შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ნორმალური ბალანსის -akhlat (ფიზიოლოგიური სითხეები)-ის  დარღვევა.

ითვლება, რომ ამ სითხეების ანომალიური პროპორციები დაზიანებულ უბნებზე იწვევს ქსოვილის პათოლოგიურ ცვლილებებს, რის შედეგადაც ხდება დაავადების კლინიკური გამოვლინება.თეორია გულისხმობს ადამიანის სხეულში სისხლის, ფლეგმის, ყვითელი და შავი ნაღვლის რაოდენობას. თითოეულ ადამიანში ამ ნივთიერებების უნიკალური კომბინაცია განსაზღვრავს მის მიზაჯს (ტემპერამენტს). სისხლის უპირატესობა ადამიანს  სანგვიკურ ტემპერამენტს ანიჭებს; ფლეგმის უპირატესობა— ფლეგმატიკურს ხდის; ყვითელი ნაღველი ხდის ქოლერიკს, ხოლო შავი ნაღველი —მელანქოლიკურს.

დაავადების დიაგნოზის შემდეგ მკურნალობა შემდგომი სქემით ხდება:

  • მიზეზის აღმოფხვრა
  • სითხის თანაფარდობის ნორმალიზაცია
  • ქსოვილების / ორგანოების ნორმალიზაცია.

ინდოეთში  იმ უნივერსიტეტებთან ერთად, სადაც  ზოგადად ასწავლიან ინდურ ტრადიციულ სამედიცინო პრაქტიკას, დამატებით რამდენიმე უნივერსიტეტში  იუნანის მედიცინა ისწავლება. იუნანის პროგრამის დასრულებისას  მინიჭებული ბაკალავრის დიპლომები მოიცავს იუნანის მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხს, იუნანი-ტიბ მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხს და იუნანის მედიცინის ბაკალავრის ხარისხს თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის მიმართულებით. რამდენიმე უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს ასპირანტურის პროგრამას იუნანის მედიცინის განხრით. [11]

კრიტიკა და უსაფრთხოების საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ იუნანის პრაქტიკაში ტრადიციულად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი შხამიანია.

ჯანმოს თანახმად, ”ფარმაკოლოგიური საქმიანობა ტარდება მედიკამენტებზე ნებისმიერი არასასურველი უარყოფითი რეაქციის გამოვლენის, შეფასების, გააზრებისა და პროფილაქტიკის მიზნით თერაპიულ კონცენტრაციებში, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია ფიზიოლოგიური სისტემის ან პათოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად მიმღების სასარგებლოდ“.

ეს წამლები შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის მცენარეული, მინერალური ნივთიერებები და ა.შ. ცხოველებისა და ადამიანისათვის და შეიძლება დაინიშნოს იუნანის ან აიურვედული სისტემის პრაქტიკოსების მიერაც. ბოლო დღეებში გაიზარდა ინფორმირებულობა მცენარეული მედიკამენტების, მათ შორის იუნანის პროდუქტების, უსაფრთხოებისა და გვერდითი ეფექტების მონიტორინგის შესახებ. [12][13][14]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. the transcription as Unani is found in 19th-century English language sources: «the Ayurvedic and Unanisystems of medicine» Madhya Pradesh District Gazetteers: Hoshangabad ) // Gazetteer of India. — 1827. — Iss. 17. — P. 587.
  2. Johannes Quack. Disenchanting India: Organized Rationalism and Criticism of Religion in India. — 2011. — ISBN 978-0199812608.
  3. Pseudoscience: The Conspiracy Against Science. — 2018. — ISBN 978-0-262-03742-6.
  4. Quacks practising medicine great risk to society: Supreme Court, Business Standard (13 April 2018). მიმართვის თარიღი 28 ნოემბერი 2019. «People having no recognised and approved qualifications, having little knowledge about the indigenous medicines are becoming medical practitioners and playing with the lives of thousands and millions of people. Sometimes such quacks commit blunders and precious lives are lost.».
  5. "Unani Medicine in India during 1901–1947" by Hakim Syed Zillur Rahman, Studies in History of Medicine and Science, IHMMR, New Delhi, Vol. XIII, No. 1, 1994, p. 97-112.
  6. "Interaction with China and Central Asia in the Field of Unani Medicine" by Hakim Syed Zillur Rahman, History of Science, Philosophy and Culture in Indian Civilization, Vol. III Part 2 (India’s Interaction with China, Central and West Asia), Ed. A. Rahman, Centre for Studies in Civilizations, Project of History of Indian Science, Philosophy and Culture, New Delhi, 2002, pp. 297-314
  7. Hakim Syed Zillur Rahman. Indian Hakims: Their Role in the medical care of India : [англ.] // History of Science, Philosophy and Culture in Indian Civilization. — New Delhi, 2001. — Vol. IV Part 2 (Medicine and Life Sciences in India). — P. 371—426.
  8. Bala, Poonam. Medicine and medical policies in India: social and historical perspectives. — Lexington Books, 2007. — P. 45. — ISBN 0-7391-1322-4.
  9. Exchanges between India and Central Asia in the field of Medicine by Hakeem Abdul Hameed
  10. Hakim Syed Zillur Rahman. Interaction with China and Central Asia in the Field of Unani Medicine : [англ.] // History of Science, Philosophy and Culture in Indian Civilization. — New Delhi, 2002. — Vol. III Part 2 (India’s Interaction with China, Central and West Asia). — P. 297—314.
  11. IMA Anti Quackery. Indian Medical Association (2014). მიმართვის თარიღი: 28 ნოემბერი 2009.
  12. Medical Marginality in South Asia: Situating Subaltern Therapeutics. — 2012. — ISBN 9780415502412.
  13. Bala, Poonam. Medicine and medical policies in India: social and historical perspectives. — Lexington Books, 2007. — P. 45. — ISBN 0-7391-1322-4.
  14. Justice RK Agrawal. Judgment by the Supreme Court of India: Kerala Ayurveda Paramparya vs State Of Kerala. Supreme Court of India (13 April 2018). მიმართვის თარიღი: 9 დეკემბერი 2019.