ჰაინრიხ და იულიუს ჰარტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იულიუს ჰარტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძმები ჰაინრიხ (დ. 30 დეკემბერი, 1855, ვეზელი — გ. 11 ივნისი, 1906, ტეკლენბურგი) და იულიუს (დ. 9 აპრილი, 1859, მიუნსტერი — გ. 7 ივლისი, 1930, ბერლინი) ჰარტებიგერმანელი მწერლები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები. ერთად გამოსცემდნენ ლიტერატურულ-კრიტიკულ ჟურნალებს, კრიტიკულ წერილებს; უფროს თაობას ბრალად სდებდნენ ეპიგონობას, ზერელობას და მოუწოდებდნენ ღრმად ეროვნული შინაარსის ნაწარმოებების შექმნისაკენ. ჰაინრიხ ჰარტის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ეპოსი "კაცობრიობის სიმღერა" (ტ. 1-4, 1887-1906), იულიუს ჰარტისა - ლირიკული ლექსების კრებულები, ნოველები, დრამატული თხზულებები. ძმების კრიტიკულმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანულ ნატურალიზმის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]