იულიუს იულიანუსი
| იულიუს იულიანუსი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | III საუკუნე |
| მოქალაქეობა | ძველი რომი |
| შვილ(ებ)ი | Basilina, Julianus და Julia |
იულიუს იულიანუსი (ლათ. Iulius Iulianus) — IV საუკუნის პირველი ნახევრის რომის სახელმწიფო მოღვაწე, რომის კონსული 325 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი პირველი სახელი სადავოა წყაროებს შორის არსებული უზუსტობებისა და მათი ცუდი მდგომარეობის გამო. შესაძლო ვარიანტებია — იონიუსი, იულიუსი, ცეიონიუსი; მკვლევრები, როგორც წესი, პირველ ორს განიხილავენ.
314 წელს იყო ეგვიპტის პრეფექტი. იულიუს იულიანუსი იმპერატორ ლიცინიუსს პრეტორიუმის პრეფექტის რანგში 315 წლის გაზაფხულიდან 324 წლის სექტემბრამდე ემსახურებოდა. ამ დროის განმავლობაში მან მიიღო საპატიო წოდება „vir eminentissimus“. კონსტანტინე I-მა, ლიცინიუსზე გამარჯვების შემდეგ, არ დაასრულა იულიანუსის კარიერა, პირიქით, მას მაგალითად უსახავდა თავის მოხელეებს.[1] მან იულიანუსი კონსულად 325 წლის მაისში დანიშნა, მას შემდეგ, რაც ვალერიუს პროკულუსი, რომელიც ამ თანამდებობას იანვრიდან სექსტუს ანციუს ფაუსტუს პაულინუსთან ერთად იკავებდა, გადაყენებულ იქნა.
იულიუს იულიანუსი იყო ბასილინას მამა, რომელიც კონსტანტინეს ნახევარძმის, იულიუს კონსტანციუსის მეუღლე და იულიანე II-ის დედა იყო. თავად იმპერატორ იულიანეს სახელი პაპის პატივსაცემად ეწოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jones A. H. M. Iulius Iulianus 35 // Prosopography of the Later Roman Empire (англ.) / A. H. M. Jones, J. R. Martindale, J. Morris. — [2001 reprint]. — Cambridge: Cambridge University Press, 1971. — Vol. I: A.D. 260–395. — P. 478-479. — ISBN 0-521-07233-6.
- Bagnall R. S., Cameron A., Schwarts S. R., Worp K. A. Consuls of the Later Roman Empire. — Atlanta, Georgia, 1987. — P. 184-185, 629. — ISBN 155540099X, ISBN 9781555400996.
- Barnes T.D. Constantine and Eusebius. Harvard University Press, 1981. ISBN 0674165314, P. 70, 214.
- Browning R. The Emperor Julian. University of California Press, 1978. ISBN 0520037316. P. 32.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Либаний. Речи. XVIII (Надгробная речь Юлиану)დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . 9.
- Сократ Схоластик. Церковная история. III. 21.
- Император Юлиан. Мисопогон. 352 B.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]