იულია გუშჩინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულია გუშჩინა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1983(1983-03-04)[1] (41 წლის)
დაბ. ადგილი ნოვოჩერკასკი
სიმაღლე 175 სმ
წონა 62 კგ
ქვეყანა რუსეთი
კლუბი დინამო
ჯილდოები Medal of the Order "For Merit to the Fatherland", 1st class და მეგობრობის ორდენი

იულია ალექსანდრეს ასული გუშჩინა (რუს. Ю́лия Александровна Гу́щина, დ. 4 მარტი, 1983, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი) — რუსი სპრინტერი, რომელიც ასპარეზობს 200 მეტრზე სირბილში.[2]

2017 წლის 30 ნოემბერს მისი 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგები გაუქმებული იქნა და მას დისკვალიფიკაცია ჩაეთვალა რადგან დოპინგ ტესტი ჩააგდო.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუშჩინამ წარადგინა რუსეთი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც ალექსანდრა ფედორივასთან, იულია ჩერმოშანსკაიასთან და ევგენია პოლიაკოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო 4x100 მეტრზე სირბილში. პირველ რაუნდში მათ დაიკავეს მეორე ადგილი, მათ იამაიკამ გადაასწრო მაგრამ რადგან რუსეთმა გაუსწრო გერმანიისა და ჩინეთის წარმომადგენლებს ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად სადაც გუნდმა 42.31 წამში მოახერხა ფინიშის ხაზის გადაკვეთა და ოქროს მედლები მოიპოვა. მედლები მოიპოვეს ბელგიის და ნიგერიის ნაკრებებმაც.[2] 2016 წლის 13 აგვისტოს ოლიმპიადის ოქროს მედლები მის სამ თანაგუნდელს ერთ-ერთი თანაგუნდელის მიერ დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო ჩამოერთვათ.[4][5]

2017 წელს მას შემდეგ რაც მისი 2012 წლის რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მოპოვებული შედეგები 4x400 გუნდში, მისი თანაგუნდელის ანტონინა კრივოშაპკას მიერ დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო გუშჩინას სამივე ოლიმპიური მედალი გაბათილდა. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ბერლინში ჩატარდა გუშჩინამ 400 მეტრის ნაცვლად 200 მეტრის კატეგორიაში იასპარეზა და მოახერხა ნახევარ-ფინალში გასვლა, მაგრამ ვეღარ მოახერხა ფინალში გადასვლა. 4 × 100 მეტრ სირბილში რუსეთის ნაკრებთან ერთად დაიკავა მე-4 ადგილი, ტურნირი იამაიკამ მოიგო, მეორე ადგილზე ბაჰამის კუნძულების ნაკრები გავიდა, ხოლო მესამეზე გერმანიის ნაკრები. 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 4×400 მეტრ სირბილში დაჯილდოების ცერემონიის დროს გადაღებული სურათები სადაც ის თანაგუნდელს ტუჩებში კოცნის სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.[6] ორივე მათგანმა, გუშჩინა და რიჟოვამ განაცხადეს რომ ამ საქციელის მიზეზი გამარჯვების გამო მიღებული დიდი სიხარული იყო და დასძინეს რომ ორივე მათგანი მამაკაცებზე იყვნენ დაქორწინებული.[7][8] რიჟოვამ შეურაცხყოფად შეაფასა მისი სავარაუდო კავშირის დაშვება ლგბტ ადამიანებთან.[9] რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა რომ დასავლურმა მედიამ სიახლე გადაჭარბებულად გააშუქა.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]