იულიას ფურისულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიას ფურისულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  ფურისულა
სახეობა:  იულიას ფურისულა
ლათინური სახელი
Primula juliae Kusn.

იულიას ფურისულა (ლათ. Primula juliae) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მიწისზედა ღეროს არ ივითარებს. ფოთლები მხოლოდ ფესვთანურია. მცირე ზომის, ფოთლის ფირფიტა თხელია, ნაზი, მომრგვალო-თირკმლისებური ან მომრგვალოკვერცხისებური. ყუნწი ოდნავ ფრთიანია. აქვს მრავალი ყვავილი, მარტოული. გვირგვინი კაშკაშა ვარდისფერი ან მეწამულია. იზრდება მთის შუა სარტყელში დაჩრდილულ კლდეებზე. საქართველოში გვხვდება მხოლოდ კახეთში. კავკასიის ენდემია. მცენარე აღწერილია ლაგოდეხში 1901 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]