შინაარსზე გადასვლა

იუკი ჩიბა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუკი ჩიბა

იუკი ჩიბა (იაპონ. 千葉雄喜, დ. 22 აპრილი, 1990 ) — იაპონელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი.

ადრინდელი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიბა დაიბადა ოჯიში, კიტა, ტოკიო, იაპონია. მარტოხელა დედა ზრდიდა მას და მის უფროს ძმას, ასევე რეპერს, სახელად ,,Lil KOHH”. მისი კორეელი მამა, გვარით 고/კო გახდა ჩიბას სასცენო სახელის ფუძემდებელი. ჩიბა გაიზარდა ძალადობით და ნარკოტიკებით სავსე გარემოში მეგობრებთან ერთად.[1]

ჩიბამ 18 წლის ასაკში დაიწყო მუსიკის შექმნა და ჩაწერა, მუშაობდა სხვადასხვა მიქსტეიპებზე, სანამ არ შეხვდა პროდიუსერ 318-ს და დაიწყო მასალის გამოშვება ლეიბლ ,,GUNSMITH PRODUCTION-ის” ქვეშ. მან ადრევე მიაღწია იაპონურ სუბურბანულ სცენაზე, როდესაც შექმნა ,,Lil KOHH-ის” სიმღერა ,,Young Forever”. თანმხლები მუსიკალური კლიპმა პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში.

2014 წელს ჩიბამ გამოუშვა მისი მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით ,,MONOCHROME”. ალბომმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ურბანულ აქტებს შორის და მისმა მტავარმა ტრეკმა ,,I don't mind if I'm poor" (იაპონურად: 貧乏なんて気にしない) დიდი ყურადღება მიიქცია ,,YouTube-ზე”.

2015 წელს ,,KOHH-მა” იაპონელ არტისტ Loota-სთან ერთად ითანამშრომლა ,,Keith Ape"-ის ტრეკზე ,,잊지마" (It G Ma), რომელიც გახდა მთავარი ჰიტი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ასევე მოიპოვა საერთაშორისო ყურადღება.[2] ,,KOHH-ი” განაგრძობდა მუშაობას ახალ ალბომზე ,,DIRT” თავისი გადადებულიპირველი ალბომის, 梔子 (,,Gardenia”) გამოშვების შემდეგ. ,,DIRT” გამოვიდა 28 ოქტომბერს. ალბომი ასევე გამოვიდა საერთაშორისოდ ,,iTunes"-ის მეშვეობით 23 ოქტომბერს. ჩიბა იყო წარმოდგენილი ,,OG Maco-სთან” ერთად ტრეკზე ,,BUCHIAGARI" იაპონელი ,,DJ RYOW-ის” მიერ.

ჩიბა, 2016 წელი

2016 წელს ,,KOHH-მა” ითანამშრომლა ,,Frank Ocean-თან” სინგლზე ,,Nikes", რომელიც ხელმისაწვდომია ალბომ ,,Blonde-ის” ფიზიკურ ასლზე. ჩიბა იყო წარმოდგენილი იაპონელ-ამერიკელი სუპერვარსკვლავის ,,Hikaru Utada-ს” ახალ სიმღერაში სახელწოდებით ,,Bōkyaku", მისი მე-6 იაპონური ალბომიდან ,,Fantôme”.

2018 წელს ჩიბა იყო წარმოდგენილი ექსკლუზიურ ბონუს ტრეკში ,,Runway", ,,Mariah Carey-ის” ალბომ Caution-ის იაპონურ ,,iTunes" ვერსიაში.

ჩიბას მეხუთე ალბომი ,,Untitled” გამოიშვა ,,Nippon Columbia-ს” მიერ 2019 წლის 2 თებერვალს. [3][4][5]

2021 წელს ჩიბამ მიატოვა მეტსახელი ,,KOHH”. და აირჩია თავისი დაბადების სახელით - იუკი ჩიბათი - მოღვაწეობა. იუკიმ მოგვიანებით, 2024 წელს, განაცხადა, რომ აღარ შეასრულებდა იმ ეპოქის არცერთ სიმღერას. ჩიბამ აიღო სამწლიანი შესვენება სანამ არ დაბრუნდა 2024 წლის 12 თებერვალს. მან ატვირთა ოფიციალური მუსიკალური კლიპი სახელწოდებით ,,Team Tomodachi" (チーム友達), რომელიც ვირუსული გახდა. [6] ,,Team Tomodachi-ს” ჰქონდა მრავალი რემიქსი სხვა არტისტებთან, მაგალითად: დიუკ დოისი (,,Duke Deuce”), იელოვ ბუქსი (,,¥ellow Bucks”), ჯინ დოგი (,,Jin Dogg”), ბან ბი (,, Bun B”), უოთსონი (,,Watson”) და სხვა. [7]

ჩიბა წარმოდგენილი იყო ამერიკელი რეპერის ,,Megan Thee Stallion-ის” 2024 წლის ტრეკზე ,,Mamushi", ალბომიდან ,,Megan”.[8] სიმღერა პოპულარული გახდა სოციალურ პლატფორმებზე და გახდა ჩიბას პირველი შესვლა ,,US Billboard Hot 100-ში”, მან დაიკავა 68-ე ადგილი. მან დებიუტი გააკეთა ამერიკულ ტელევიზიაში 2024 წლის ,,MTV Video Music Awards-ზე”, როდესაც შეასრულა სიმღერა ,,Megan Thee Stallion-თან” ერთად.[9]

2024 წლის ნოემბერში, ამერიკელმა არტისტმა ,,Will Smith-მა” გამოუშვა საკუთარი რემიქსი ,,Team Tomodachi"-ზე, რაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფილიანი დასავლური კოლაბორაცია ტრეკზე. ,,Smith-მა” გამოაქვეყნა ,,Instagram-ზე”, სადაც 70 მილიონი გამომწერი ჰყავს. მოგვიანებით გააზიარა ვიდეო თიზერი, რომელმაც მოაგროვა 3.5 მილიონზე მეტი ნახვა.[10][11][12]

ჩიბა რამდენჯერმე იქნა მოხსენიებული როგორც მთავარი გავლენიანი ძალა იაპონურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე ბოლო წლებში. ჩიბამ ხანდახან გააკრიტიკა თუ რამდენად მცირეა ჰიპ-ჰოპ ადგილი იაპონიაში. ჩიბა ასევე დაფასებულია ნარკოტიკების გამოყენების და ძალადობის თემების ჭკვიანურად გამოყენებაში, რომლებიც მიიჩნევა კონტროვერსიულად ქვეყანაში.[13] მას შემდეგ რაც იყო წარმოდგენილი ,,잊지마" (,,It G Ma”, კორეულად ,,არ დაივიწყო")-ში, KOHH-მა მიიღო უფრო დიდი დაფასება საერთაშორისო აუდიტორიისგან, როლებმაც შეამშნიეს გრაზაა ,,Arigatō”-ს (იაპონურად ,,გმადლობთ") გამოყენება სიმღრაში. მისი სიღერაში გამოჩენამ დაეხმარა კარიერის განვითარებაში.[14] ,,M-flo"-ს ,,Taku Takahashi-მ" დანიშნა ჩიბა როგორც ერთ-ერთი მთავარი აქტი იაპონური ჰიპ-ჰოპის რენესანსში.[15][16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 団地発!東京のアングラ ヒップホップ – Rising From the Tokyo Projects Japanese. Vice Japan (February 28, 2014).
  2. Dexter Thomas (February 15, 2015). "It G Ma" Made Asian rap History“. Noisey. ციტირების თარიღი: 23 January 2016.
  3. KOHH Drops Experimental New Album "UNTITLED" (February 8, 2019). ციტირების თარიღი: February 16, 2019.
  4. No Product | musicjapanet. ციტირების თარიღი: February 16, 2019
  5. UNTITLED: 商品カテゴリー | KOHH | CD/DVD/Blu-ray/レコード/グッズの通販サイト【コロムビアミュージックショップ】.
  6. Rafid, Sabiq. (21 Feb 2024) Yuki Chiba returns to take back his crown with 'Team Tomodachi' en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-30
  7. Shepherd, Charles. (2024-05-16) Yuki Chiba retires KOHH era songs from live performances en-GB. ციტირების თარიღი: 2024-06-30
  8. Shepherd, Charles. (2024-06-24) Yuki Chiba featured on Megan Thee Stallion's upcoming album 'Megan' en-GB. ციტირების თარიღი: 2024-06-30
  9. Saponara, Michael (2024-09-12). „Megan Thee Stallion Brings the Heat With Fiery Medley Featuring Yuki Chiba at 2024 VMAs“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-09-14.
  10. Will Smith drops surprise remix of Yuki Chiba hit 'Team Tomodachi' (November 1, 2024). ციტირების თარიღი: November 1, 2024
  11. Will Smith on Instagram: "My turn. Team Tomodachi (Will Smith Remix) coming 11.1" (October 30, 2024). ციტირების თარიღი: November 1, 2024
  12. Will Smith on Instagram: Teaser video for "Team Tomodachi" remix (November 1, 2024). ციტირების თარიღი: November 1, 2024
  13. Cristina Quinn (March 15, 2015). „Rapper Kohh shows a side of Japan that is often ignored“. Public Radio International. ციტირების თარიღი: 23 January 2016.
  14. Masao Winston, Danny (March 15, 2015). „The verse that launched Kohh's rise into rap stardom“. Japan Times. ციტირების თარიღი: 23 January 2016.
  15. „Arigato Japanese Trap Music“. March 15, 2015. ციტირების თარიღი: 23 January 2016 – წარმოდგენილია YouTube-ის მიერ.
  16. „Japanese Trap Music“. Facebook. March 15, 2015. ციტირების თარიღი: 23 January 2016.