იუკიო ედანო
იუკიო ედანო | |
ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 სექტემბერი, 2011 – 26 დეკემბერი, 2012 | |
პრემიერ-მინისტრი | იოსიჰიკო ნოდა |
წინამორბედი | იოსიო ჰატირო |
მემკვიდრე | ტოსიმიცუ მოტეგუ |
კაბინეტის გენერალური მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 იანვარი, 2011 – 2 სექტემბერი, 2011 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ნაოტო კანი |
პრემიერ-მინისტრი | ოსამუ ფუძიმურა |
წინამორბედი | იოსიტო სანგოკუ |
სახელმწიფო მინისტრი ოკინავასა და ჩრილოეთი ტერიტორიების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი, 2011 – 2 სექტემბერი, 2011 | |
პრემიერ-მინისტრი | ნაოტო კანი |
წინამორბედი | სუმიო მაბუტი |
მემკვიდრე | ტაცუო კავაბატა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მარტი, 2011 – 9 მარტი, 2011 | |
პრემიერ-მინისტრი | ნაოტო კანი |
წინამორბედი | სეიძი მაეჰარა |
მემკვიდრე | ტაკეაკი მაცუმოტო |
სახელმწიფო მინისტრი ოკინავასა და ჩრილოეთი ტერიტორიების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 თებერვალი, 2010 – 8 ივნისი, 2010 | |
პრემიერ-მინისტრი | იუკიო ჰატოიამა |
წინამორბედი | იოსიტო სენგოკუ |
მემკვიდრე | რენჰო |
დაბადებული | 31 მაისი, 1964 უცუნომია, იაპონია |
ეროვნება | იაპონელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (1998–დღემდე) |
განათლება | ტოჰოკუს უნივერსიტეტი |
საიტი | edano.gr.jp |
იუკიო ედანო (იაპონ. 枝野 幸男; დ. 31 მაისი, 1964) — იაპონელი პოლიტიკოსი, იაპონიის დემოკრატიული პარტიისა და წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2010-2012 წლებში ეჭირა კაბინეტის გენერალური მდივნის და ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის პოსტები იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის მთავრობაში.[1].
ბიოგრაფია და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ედანო დაიბადა უცუნომიაში, ტოჩიგის პრეფექტურაში. დაამთავრა ტოჰოკუს უნივერსიტეტი. 1993 წელს ის პირველად იქნა არჩეული როგორც მორიჰირო ჰოკოსავას "იაპონიის ახალი პარტიის" წევრი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოგვიანებით ედანო მონაწილეობდა იაპონიის დემოკრატიული პარტიის შექმნაში 1996 წელს. მალევე ის არჩეულ იქნა მის გენერალურ მდივნად 2010 წელს, სანამ არ იქნა ჩანაცვლებული კაცუია ოკადათი, იაპონიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრით 2010 წლის სექტემბერში.
2011 წლის იანვარში ედანო ინიშნება კაბინეტის გენერალური მდივნის პოსტზე.[2]
2011 წლის მარტში იგი დროებით ასრულებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობას.[3]
კაბინეტის გენერალური მდივნის როლი
2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის მარტში იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრისა და შემდგომი ცუნამის დროს ედანო გახდა იაპონიის მთავრობის ერთგვარი სახე, რომელიც სათავეში ედგა და ახმოვანებდა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ამ კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცის შესახებ. იგი რეგულარულად ჩნდებოდა იპონური ტელევიზიის საშუალებით და პერიოდულად აშუქებდა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შესახებ ახალ გარემოებებსა და პრობლემებს.
პუბლიკის წინაშე ედანოს ასეთმა ხშირმა გამოჩენამ, პოპულარული სოციალური ქსელის - Twitter-ის მომხმარებლებს შორის გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე ღელვა, რაც გამოიხატა შეტყობინებებში, სადაც ისინი ედანოს სთხოვდნენ დასაძინებლად წასვლას. პოპულარული გახდა მესიჯი "#edano_nero", რაც იაპონურად ნიშნავს ძილს (寝ろ, nero)[4]!
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Reuters, "Japan picks Edano as trade min after predecessor gaffe დაარქივებული 2020-02-26 საიტზე Wayback Machine. ", 11 September 2011
- ↑ http://www.japantoday.com/category/politics/view/yosano-likely-to-join-kans-government-edano-to-be-cabinet-chief[მკვდარი ბმული]
- ↑ https://archive.today/20120714183114/search.japantimes.co.jp/cgi-bin/nn20110308a2.html
- ↑ http://blogs.wsj.com/japanrealtime/2011/03/14/tireless-edano-earns-twitter-respect/
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იუკიო ედანო“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (იაპონური)