იუკაგირის ზეგანი
იერსახე
იუკაგირის ზეგანი | |
---|---|
რუს. Юкагирское плоскогорье | |
კოორდინატები: 66°24′40″ ჩ. გ. 154°00′32″ ა. გ. / 66.41111° ჩ. გ. 154.00889° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | იაკუტია, მაგადანის ოლქი |
უმაღლესი წერტილი | ჩუბუკულახი, 1128 მ |
სიმაღლე | საშ. 300–700 მ |
იუკაგირის ზეგანი[1] (რუს. Юкагирское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, იაკუტიასა და მაგადანის ოლქში, მდ. კოლიმის მარჯვენა ნაპირზე. ჩრდილოეთ ნაწილში აგებულია მეზოზოური ეფუზივებით, სამხრეთში — მეტამორფული კამბრიულისწინა, პალეოზოური და ტრიასული ნალექებით. შუამდინარეთების საშუალო სიმაღლე 300–700 მ-ია, ცალკეული მასივებისა — 1000 მ-ზე მაღალი (1128 მ, ჩუბუკულახი). არის მეჩხერი ფოთლოვანი ტყეები, 400–600 მ-ზე მაღლა — ქონდარა ფიჭვის რაყები და ტუნდრა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 90.
- ↑ Юкагирское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.