შინაარსზე გადასვლა

იუზეფ ლუკაშევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუზეფ ლუკაშევიჩი
პოლ. Józef Łukaszewicz
დაბ. თარიღი 1 (13) დეკემბერი, 1863
დაბ. ადგილი ვილნიუსი
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1928(1928-10-19)[1] (64 წლის)
გარდ. ადგილი ვილნიუსი
დასაფლავებულია როსა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
საქმიანობა ფიზიკოსი, გეოლოგი, გეოფიზიკოსი[2] , გეოგრაფი[2] , რევოლუციონერი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ვილნიუსის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იუზეფ ლუკაშევიჩი (პოლ. Józef Łukaszewicz; დ. 13 დეკემბერი [ძვ. სტ. 1 დეკემბერი], 1863, ვილნიუსი — გ. 19 ოქტომბერი, 1928, ვილნიუსი) — პოლონელი ფიზიკოსი, გეოლოგი და მინერალოგი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. არაერთი უნივერსიტეტის პროფესორი. 1883 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1920 წლიდან ვილნიუსის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორია. ალექსანდრე III-ზე წარუმატებელ თავდასხმაში მონაწილეობისათვის[3][4] მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა შლისელბურგის ციხეში. გაათავისუფლეს 1905 წელს. შემდეგ წლებში პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ შემჩნეულა. 1913 წელს მუშაობა დაიწყო რუსეთის გეოლოგიურ კომიტეტში. 1914 წელს იმოგზაურა ტატრებსა და კარპატებში, რის საფუძველზე დაწერა პოლონეთის ფიზიკური გეოგრაფია. იმოგზაურა აგრეთვე აღმოსავლეთ ციმბირში. არის გეოლოგიური რუკის ავტორი.[5]

1915 წელს წამოწია ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით მთათწარმოშობის პროცესებს უკავშირდება გამყინვარების პირობები. ავტორია მრავალრიცხოვანი შრომებისა გეოლოგიის დარგში, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია რუსულ ენაზე. მისი შრომები ეხება აგრეთვე გეოფიზიკისა და გეომორფოლოგიის საკითხებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Czech National Authority Database
  3. (პოლონური) Józef Łukaszewicz; Stefan Bergman (1981). Pierwszy marca 1887 r. Wspomnienia. Warsaw: PIW, გვ. 188. ISBN 83-06-00514-7. 
  4. (პოლონური) Alwida A. Bajor (April, 2004). „Terrorysta, carobójca, uczony, "czarownik"...“. Magazyn Wileński (4): 30–31. ISSN 0236-4719. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-18. ციტირების თარიღი: 2011-11-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. იუზეფ ლუკაშევიჩი დაარქივებული 2010-11-23 საიტზე Wayback Machine. ბელორუსიის გეოლოგიური პორტალი