იუზეფა გურფინკელი
| ქვეყანა (სპორტი) |
|
|---|---|
| დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1919 |
| დაბადების ადგილი | ბილა-ცერკვა, უკრაინის სსრ |
| გარდაცვალების თარიღი | 9 აპრილი, 1997 (77 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ვოლგოგრადი, რუსეთი |
| წოდება | საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (1954) |
იუზეფა გურფინკელი (დ. 2 მაისი, 1919, ბილა-ცერკვა — გ. 9 აპრილი, 1997, ვოლგოგრადი) — საბჭოთა მოჭადრაკე, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი (1954) და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1955).[1] პროფესიით ფილოლოგი და ინგლისური ენის მასწავლებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუზეფა გურფინკელი დაიბადა 1919 წელს უკრაინაში. განათლებით ფილოლოგი იყო და წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას — ასწავლიდა ინგლისურ ენას. მუშაობდა მწვრთნელად დონის როსტოვის საჭადრაკო კლუბში, მეცნიერთა სახლსა და პიონერთა სასახლეში.[2]
საჭადრაკო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წლის რსფსრ-ის ჩემპიონატში 1-2 ადგილები გაიყო. იუზეფა გურფინკელი საბჭოთა კავშირის ქალთა 9 ჩემპიონატის მონაწილეა (1947–1968). მან საუკეთესო შედეგი აჩვენა სსრკ-ის 1954 წლის ჩემპიონატში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. 1955 წელს მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირში.
რსფსრ-ის ნაკრების შემადგენლობაში იგი სამჯერ მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის გუნდურ პირველობებში (1951, 1953, 1958), სადაც მოიპოვა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გუნდურ ჩათვლაში.[3]
გურფინკელი მონაწილეობდა 1957 წლის საქართველოს ჩემპიონატში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.[4]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს მეუღლესთან, მოჭადრაკე ალექსანდრე კონსტანტინოვთან ერთად, გადავიდა ვოლგოგრადში. მათი შვილი, ტატიანა მოისეევა, ასევე საჭადრაკო სპორტის ოსტატია.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Суханицкий С. С. «Добрая, бескорыстная, гостеприимная» // «64 — Шахматное обозрение». — 2022. — № 8. — С. 80—88.
- Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 98.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В Комитете по физической культуре и спорту // Советский спорт (газета). — 2 апреля 1955, № 41. — с. 2.
- 1 2 «Добрая, бескорыстная, гостеприимная». 64.ru. ციტირების თარიღი: 2026-02-06
- ↑ Iuzefa Gurfinkel - Soviet Team Chess Championship results. OlimpBase. ციტირების თარიღი: 2026-02-06
- ↑ გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 96.