იუზა ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუზა ღვალაძე
დაბ. თარიღი 1930
დაბ. ადგილი ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2006
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იუზა სერგის ძე ღვალაძე (დ. 1930, ჭიათურა — გ. 2006, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა (1948) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1953). 1953-1957 წლებში მუშაობდა უკრაინის ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1957-იდან მოღვაწეობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში. 1994 წლიდან ინსტიტუტი დევნილობაშია და გადატანილია თბილისში. იყო ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1972 წელს ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს თსუ-ში - სადოქტორო დისერტაციები. მოღვაწეობდა პლაზმის ფიზიკის დარგში. გამოაქვეყნა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. 1977 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია "წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის". იყო არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე (1965 - ინგლისი, 1975 - იტალია და ა.შ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 8-9.