იუზა ზარდალიშვილი
იუზა ზარდალიშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1883, ქუთაისი ― გ. 20 მაისი, 1943) ― ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1940).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904-1907 წლებში იყო მეზღვაური. 1907 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ დასში. 1910-იანი წლებიდან გამოდიოდა თბილისის თეატრებში; 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში რუსეთის მოწინავე თეატრების მუშობის გასაცნობად. 1921-1923 წლებში იყო თბილისის თეატრების კომისარი, 1923-1926 წლებში - ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ 1928 წლამდე ფოთის თეატრში მუშაობდა. 1927 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა თავის დასში მიიწვია მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებია: კრეჩინსკი (სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), მუროვი (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშევე“), ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის „სამშობლო“), სოლეიმანი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ჩაცკი (გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“), ედგარი, იაგო (შექსპირის „მეფე ლირი“, „ოტელო“) და სხვ. თამაშობდა სახასიათო და კომიკურ როლებს კომედიებში და ვოდევილებში.
იუზა ზარდალიშვილი გარდაიცვალა 1943 წლის 20 მაისს და დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 484.
- ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1 -თბ., 1961. -გვ.131