იუვასკიულიის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იუვასკიულიას უნივერსიტეტი)
იუვასკიულიის უნივერსიტეტი
Jyväskylän yliopisto
ლათ. Universitas Jyväskyläensis
დევიზი Amica veritas (ქართ. სიმართლე მეგობარია)
დაფუძნდა 1934
ტიპი საჯარო
თანამშრომელი 2 500 [1]
რექტორი მატტი მანნინენი
პრორექტორი ჰელენა რასკუ-პუტტონენი; კაისა მიეტტინენი
სტუდენტი 14 774 [1]
ქალაქი იუვიასკიულია
ქვეყანა ფინეთი
კავშირები ORCID[2] [3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , FinELib[5] და Coalition for Advancing Research Assessment[6]
იუვასკიულიის უნივერსიტეტი — ფინეთი
იუვასკიულიის უნივერსიტეტი
https://www.jyu.fi/en

იუვასკიულიის უნივერსიტეტი (ფინ. Jyväskylän yliopisto) — უნივერსიტეტი ცენტრალურ ფინეთში, ქალაქ იუვასკიულიაში. უნივერსიტეტი შეიქმნა ქვეყნის პირველი ფინურენოვანი მასწავლებელთა კოლეჯის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობს 2 500 თანამშრომელი, და სწავლობს 15 000-მდე სტუდენტი.[1] 2015 წელს უნივერსიტეტმა მიანიჭა 1261 ბაკალავრის, 1486 მაგისტრის და 160 დოქტორის ხარისხი.[7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუვასკიულიის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1863 წლიდან, როდესაც „ფინური დაწყებითი სასკოლო სისტემის მამად“ წოდებულმა უნო სიგნეუსმა ქალაქში დააარსა იუვასკიულიის მასწავლებელთა სემინარია. პედაგოგიური განათლება დღემდე რჩება უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.[8] 1930-იანი წლებისთვის სემინარიას გარდაიქმნა იუვასკიულიის პედაგოგიურ კოლეჯად. კოლეჯს ამავე დროს ნება დაერთო მიენიჭებინა დოქტორის ხარისხები. 1960-იან წლებში სასწავლებლის პროფილი გაცდა პედაგოგიურ განათლებას, რის შედეგადაც კოლეჯოს სახელი შეიცვალა და დაერქვა იუვასკიულიის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მხარე იმართება უმაღლესი საბჭოს მიერ რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. აკადემიური კოლეგია შედგება 30 წევრისგან. კოლეგიის მოვალეობებში შედის, უმაღლესი საბჭოს წევრების რაოდენობის დადგენა და ფინანსური გადაწყვეტილებების დამტკიცება.[9]

უნივერსიტეტის რექტორი უშუალოდ ხელმძღვანელობს ექვს ფაკულტეტს და უნივერსიტეტში შემავალ სხვა ორგანიზაციებს. უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტს ჰყავს საკუთარი დეკანი, რომელსაც ექვემდებარება ფაკულტეტში შემავალი დეპარტამენტების თავმჯდომარეები. 2012 წლიდან იუვასკიულიის უნივერსიტეტის რექტორი არის პროფესორი მატტი მანნინენი.[9]

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი შედგება ექვსი ფაკულტეტისგან:[10]

  • განათლების და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • მათემატიკის და ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სპორტისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • იუვიასკიულიას უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა

ორგანიზაციები და გაერთიანებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია და კვლევითი ინსტიტუტი:

  • კოკკოლას უნივერსიტეტთა კონსორციუმი - ჩიდენიუსი
  • ფინეთის განათლების კვლევის ინსტიტუტი
  • იუვიასკიულიას ღია უნივერსიტეტი
  • ენების ცენტრი
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  • უნივერსიტეტის მუზეუმი

კამპუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუვასკიულიის უნივერსიტეტის მთავარი შენობა სემინარიის გორაზე
ხიდი აგორას და იულისტიონრინნეს კამპუსებს შორის

იუვიასკიულიას უნივერსიტეტის მთავარი, ისტორიული კამპუსი განლაგებულია სემინარიმიაკიზე (ქართ. სემინარიის გორა). სემინარიმიაკის კამპუსი არის პირველი ფინურ-ენოვანი მასწავლებელთა კოლეჯის დაარსების ადგილი საიდანაც სათავეს იღებს იუვიასკიულიას უნივერსიტეტი.[8] XX საუკუნის განმავლობაში კამპუსი ფართოვდებოდა. ამ პროცესში მონაწილებოდა ცნობილი ფინელი არქირექტორი ალვარ აალტო. 1970-იან წლებში დაიწყო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების, აგორას და იულისტიონრინნეს, მშენებლობა. კამპუსები აშენდა ტბა იუვიასიარვის ორ ნაპირზე, სემინარიმიაკიდან 10 წუთის სავალზე. ახალი კამპუსების დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ არტო სიპინენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Facts and figures of JYU. University of Jyväskylä. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 2017-05-01.
  2. https://orcid.org/members/001G000001zVBNxIAO-university-of-jyvaeskylae
  3. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  4. https://eua.eu/about/member-directory.html
  5. https://www.kiwi.fi/pages/viewpage.action?pageId=50169951
  6. https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
  7. Hyvä tutkintovuosi 2015: Maisteri- ja tohtorintutkintojen määrät ylittivät tavoitteet. University of Jyväskylä (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 2017-05-01.
  8. 8.0 8.1 History and Campuses. University of Jyväskylä. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
  9. 9.0 9.1 Organization. University of Jyväskylä. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-11. ციტირების თარიღი: 2017-05-01.
  10. Organisation and contact information. University of Jyväskylä. ციტირების თარიღი: 2017-05-02.