შინაარსზე გადასვლა

იუდიტ ლეისტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუდიტ ლეისტერი
დაიბადა 1609
დაბადების ადგილი ჰაარლემი[1]
გარდაიცვალა 10 თებერვალი, 1660(1660-02-10)[2] [3] [4] [1] [5]
გარდაცვალების ადგილი Heemstede[1]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა, პორტრეტი[6] , საჟანრო ფერწერა[6] და ნატურმორტი[6]

იუდიტ იანს ლეისტერი (ნიდერლ. Judith Jans Leyster, დ. 28 ივლისი, 1609, ჰაარლემი — გ. 10 თებერვალი, 1660, ჰემშტედი) — ოქროს ხანის ჰოლანდიელი მხატვარი.

ხატავდა ჟანრულ ნაწარმოებებს, პორტრეტებს და ნატურმორტებს. იუდიტ ლეისტერის ნამუშევრებს მისი თანამედროვეები ძალიან აფასებდნენ, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ლეისტერის შემოქმედება თითქმის დავიწყებას მიეცა. 1893 წლამდე მისი ყველა ნამუშევარი მიეწერებოდა ფრანს ჰალსს ან მის მეუღლეს იან მიენს მოლენაერს. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს ლეისტერმა მიიღო აღიარება მისი მხატვრული შესაძლებლობებისთვის.[7]

იუდიტ ლეისტერი დაიბადა 1609 წლის 28 ივლისს, მკერავისა და ლუდის მხარშველის ოჯახში. 1633 წელს იგი მიიღეს წმინდა ლუკას გილდიაში — ჰაარლემის მხატვართა კავშირში. 1636 წელს იგი დაქორწინდა მხატვარ მოლენაერზე და საცხოვრებლად გადავიდა ამსტერდამში. მან ხუთი შვილი გააჩინა. მისი ნამუშევრების უმეტესობა თარიღდება 1629-1635 წლებით. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ლეისტერმა მხატვრის კარიერა იმიტომ დაიწყო, რათა დახმარებოდა ოჯახს მამის გაკოტრების შემდეგ. მან შესაძლოა მხატვრობა შეისწავლა ფრანს პიტერშ დე გრებერთან, რომელიც მართავდა პატივცემულ სახელოსნოს ჰაარლემში 1620-იან წლებში. ამ დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად უტრეხტის პროვინციაში გადავიდა და იგი შესაძლოა სწორედ აქ შეხვდა უტრეხტის კარავაჯისტებს. მისი პირველი ცნობილი ხელმოწერილი ნამუშევარი „სერენადა“ და „მხიარული ტოპერი“, თარიღდება 1629 წლიდან, როდესაც მხატვარი ოცი წლის იყო. 1633 წლისთვის იგი მიიღეს ჰაარლემის წმინდა ლუკას გილდიის წევრად. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ის იყო გილდიის მიერ დარეგისტრირებული პირველი ქალი, ხოლო სხვა წყაროების მტკიცებით ეს იყო სარა ვან ბაალბერგენი 1631 წელს. ეს ნამუშევარი აღნიშნავს ადრეული ქალის ავტოპორტრეტების სიმკაცრიდან გადასვლას, გარდასახვას უფრო მოდუნებულ, დინამიურ პოზაზე. სხვა ჰოლანდიური პორტრეტების სტანდარტებთან შედარებით, ის ძალზე თავშეკავებულია და შედარებულია ფრანს ჰალსის ზოგიერთ ნამუშევართან, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ასეთი ოფიციალური ტანსაცმელი ეცვა, როცა ზეთში ხატავდა, განსაკუთრებით ასეთი ფართო მაქმანებიანი საყელოთი.

იმ დროს გილდიებში შედიოდნენ ქარგვის, კერამიკული მხატვრობის, ლითონის დამუშავებისა და ხის დამუშავების დარგებში მომუშავე მხატვრები და ზოგიერთი მათგანი შეიყვანეს გარდაცვლილი ქმრების საქმის გასაგრძელებლად. ვარაუდობენ, რომ ლეისტერის ავტოპორტრეტი, დაახლოებით 1633 წელს (ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი), შესაძლოა მისი საჩუქარი იყო გილდიისთვის.

ავტორი პორტრეტების, ნატურმორტების, ჟანრული ნახატების, რომლებშიც შესამჩნევია ფრანს ჰალსის (არსებობს ვარაუდები, რომ ლეისტერი მისი მოსწავლე იყო) და უტრეხტის სკოლის კარავაჯისტის გავლენა, იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც შეუერთდა წმინდა ლუკას ჰარლემის გილდიას. მის რამდენიმე ნახატზე გამოსახულია ქალები, რომლებიც დაკავებულნი არიან საშინაო საქმიანობით, რაც ახალი იყო 1620-იან და 1630-იან წლებში მხატვრობისთვის. იგი სპეციალიზირებული იყო პორტრეტის ჟანრის სცენებში, ჩვეულებრივ, ერთიდან სამ ფიგურამდე, რომლებიც, როგორც წესი, ასხივებენ სიკეთეს და გამოსახულნი არიან უბრალო ფონზე. მის ნახატებში ბევრი მათგანი ბავშვია, სხვები კი ნასვამი მამაკაცები. ლეისტერი განსაკუთრებით ინოვაციური იყო საყოფაცხოვრებო ჟანრის სცენებში. ეს არის მშვიდი სცენები სახლში ქალების ცხოვრებიდან, ხშირად სანთლის ან ლამფის შუქზე, განსაკუთრებით ქალის თვალთახედვით.

1648 წელს ჰოლანდიელმა კომენტატორმა თეოდორ შრეველმა აღნიშნა: „ფერწერის დარგში ასევე იყო ბევრი წარმატებული ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ ცნობილია ჩვენს დროში და რომლებსაც შეუძლიათ შეეჯიბრონ მამაკაცებს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა იუდით ლეისტერი, რომელსაც „ხელოვნების ნამდვილ წამყვან ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. [8]

მუზეუმები, სადაც ინახება იუდიტ ლეისტერის ნამუშევრები, მოიცავს მუზეუმს „Rijksmuseum“ ამსტერდამში, [9] „Mauritshuis“ ჰააგაში, ფრანს ჰალსის მუზეუმი ჰაარლემში, ლუვრი პარიზში, ეროვნული გალერეა ლონდონში, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი და ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეა. [10] 2022 წელს Currier Museum of Art -მა იყიდა ლეისტერის ნახატი იან მიენს მოლენაერის ნახატთან ერთად.[11]

2021 წლის მარტში ლეისტერის ნამუშევრები დაემატა Rijksmuseum-ის საპატიო გალერეას. ლეისტერი, გესინა ტერ ბორჩი და რეიჩელ რუიში გახდნენ პირველი ქალები, რომლთა ნამუშევრებიც განათავსეს გალერეაში.[12][13]

2022 წლის 19 დეკემბერს Google-მა წარმოადგინა იგი თავის Doodle-ში ნიდერლანდებში, ისლანდიაში, ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, სინგაპურსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[14]

  • Harris A.S., Nochlin L. Women Artists: 1550—1950 . New York: Los Angeles County Museum of Art; Knopf, 1976.
  • Fox Hofrichter F. Judith Leyster: a woman painter in Holland’s Golden Age. Doornspijk: Davaco, 1989.
  • Chadwick W. Women, Art, and Society. London: Thames and Hudson, 1990.
  • Welu J.A., Biesboer P. Judith Leyster: a Dutch master and her world. Zwolle: Waanders Publishers; Worcester: Art Museum, 1993.
  • Fraser A.I. Judith Leyster. Indianapolis: Indianapolis Museum of Art, 1995.
  1. 1 2 3 Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. FemBio database
  4. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. abART
  6. 1 2 3 Union List of Artist Names
  7. 10 Famous Female Painters Every Art Lover Should Know en (2019-08-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-21. ციტირების თარიღი: 2020-10-16
  8. Smith, Dominic (2016-04-04). „Daughters of the Guild“. The Paris Review (ინგლისური).
  9. Search.
  10. Banta, Andaleeb Badiee; Greist, Alexa; Christensen, Theresa Kutasz (5 January 2023). Making Her Mark. Goose Lane Editions, გვ. 215-217. ISBN 1773103180. 
  11. "New Acquisition" https://currier.org/event/judith-leyster-acquisition დაარქივებული 2023-12-04 საიტზე Wayback Machine.
  12. McGreevy, Nora. For the First Time in Its 200-Year History, the Rijksmuseum Features Women Artists in 'Gallery of Honour' en. ციტირების თარიღი: March 15, 2021
  13. For the First Time Ever, the Rijksmuseum Will Hang Works by Female Dutch Masters in Its Most Prestigious Gallery (March 11, 2021). ციტირების თარიღი: March 15, 2021
  14. Celebrating Judith Leyster. ციტირების თარიღი: 19 December 2022