იუდაიზმი თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუდაიზმი თბილისში — იუდაიზმს თბილისში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საუკუნეების მანძილზე თბილისში წარმოდგენილი იყო არა მარტო ტრადიციული (რაბინული, თალმუდისტური), არამედ სექტანტური, კარაიმული იუდაიზმიც. ერთი არაბულენოვანი ისტორიკოსის ცნობით, თბილისში ბაღდადელმა აბუ იმრან მუს ალ-თიფლისიმ ჩამოაყალიბა იუდაისტური სექტა.

თბილისში წარმოდგენილია იუდაიზმის ე.წ. სეფარადული ტრადიცია. ქართველი ებრაელების გარდა ამავე ტრადიციას მიჰყვებოდა კიდევ ორი ებრაული თემი — „ყუბელები“ (მთიელი იუდეველები) და „ლახლუხები“ (სპარსეთიდან იმიგრირებული იუდეველები), რომლებიც თბილისში გამოჩნდნენ XIX საუკუნეში. ამავე დროს განეკუთვნება იუდაიზმის განსხვავებული აშკენაზური ტრადიციის მიმდევარ ევროპელ ებრაელთა თემის გაჩენა. აღნიშნული თემების რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო სინაგოგა, რომლის რაოდენობაც თბილისში იცვლებოდა. ამჟამად აქ მოქმედებს ორი სინაგოგა - ერთი მცირე, აშკენაზების და ერთი დიდი, სეფარადებისა, სადაც ხორციელდება იუდეველთა ცხოვრებისრიტუალური მხარის ორგანიზაცია გახსნილია რიტუალის დაცვით დაკლული საკლავს სპეციალური მაღაზია.

იუდაიზმის მიმდევართა ტრადიციის ერთ-ერთი გამოხატულებაა ებრაული სასაფლაოები, სადაც შემონახულია მრავალი ებრაული ეპიტაფია, რომლებიც სხვა საინტერესო მასალასთან ერთად საინტერესოა მრავალეროვანი თბილისის ყოფისა და ისტორიის შესწავლისათვის. უკანასკნელ წლებში ებრაელთა „ალიასთნ“ დაკავშირებით იუდაიზმის მიმდევართა რაოდენობა თბილისში საგრძნობლად შემცირდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]