იუგოსლავიური ენციკლოპედია
იუგოსლავიური ენციკლოპედია - (სერბულ-ხორვატ. Enciklopedija Jugoslavije) - იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის საცნობარო გამოცემა. ენციკლოპედია გამოიცა იუგოსლავიის ლექსიკოგრაფიული ინსტიტუტის მიერ მიროსლავ კრლეჟას თაოსნობით. ენციკლოპედიაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული იუგოსლავიის რესპუბლიკების ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ტომეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი რედაქცია 1955-71 წლებში გამოცემულ რვა ტომს მოიცავს. პირველი გამოცემა 30 000 ტირაჟით გამოვიდა.
სტატიების თანმიმდევრობა | გამოცემის თარიღი |
გვერდების რაოდენობა | |
---|---|---|---|
1 | A-Bosk | 1955 | 708 |
2 | Bosna-Dio | 1956 | 716 |
3 | Dip-Hiđ | 1958 | 686 |
4 | Hil-Jugos | 1960 | 651 |
5 | Jugos-Mak | 1962 | 690 |
6 | Maklj-Put | 1965 | 562 |
7 | R-Srbija | 1968 | 688 |
8 | Srbija-Ž | 1971 | 654 |
მეორე გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეორე გამოცემაზე მუშაობა 1980 წელს დაიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოხერხდა იუგოსლავიის ომის გამო. დაგეგმილი 12 ტომიდან მხოლოდ 6 გამოიცა.
სტატიების თანმიმდევრობა | გამოცემის თარიღი |
გვერდების რაოდენობა | |
---|---|---|---|
1 | A-Biz | 1980 | 767 |
2 | Bje-Crn | 1982 | 776 |
3 | Crn-Đ | 1984 | 750 |
4 | E-Hrv | 1986 | 748 |
5 | Hrv-Janj | 1988 | 776 |
6 | Jap-Kat | 1990 | 731 |
მთავარი სერბულ-ხორვატულენოვანი გამოცემა გადაითარგმნა 5 დამატებით ენაზე ანბანური კომბინაციით.
ენა / ანბანი | პირველი ტომი გამოიცა |
გამოცემული ტომები |
---|---|---|
სერბულ-ხორვატული / კირილიცა | 1983 | 2 |
სლოვენური | 1983 | 4 |
მაკედონური | 1983 | 2 |
ალბანური | 1984 | 2 |
უნგრული | 1985 | 1 |
მაკედონურ და ალბანურენოვანი ვარიანტები პირველი ენციკლოპედიური გამოცემებია ამ ენებზე.
წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (1986) "Enciklopedije i leksikoni", "იუგოსლავიური ენციკლოპედია" IV, მე-2. (ხორვატული), ზაგრები: Jugoslavenski leksikografski zavod.