იუა კოღონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუა კოღონია
აფხ. Иуа Абас-иԥа Коӷониа
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1903
დაბადების ადგილი კუტოლი, ოჩამჩირის რაიონი, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 15 ივნისი, 1928(1928-06-15) (24 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ

იუა აბასის ძე კოღონია (აფხ. Иуа Абас-иԥа Коӷониа; დ. 10 ნოემბერი [ძვ. სტ. 28 ოქტომბერი], 1903, სოფელი კუტოლი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 15 ივნისი, 1928, სოხუმი, აფხაზეთის სსრ) — აფხაზი საბჭოთა პოეტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზური ეპიკური პოეზიის განვითარებაში. 1924-1925 წლებში გამოქვეყნებული მისი პოემები „ზოსჰან აჩბა და ჟანაა ბესლანის ვაჟიშვილები“, „ნავეი და მზაუჭი“, „მონადირე ხმიჭი“, „აბათაა ბესლანი“ გამოირჩევა ცხოვრების ღრმა ცოდნით, ჰეროიკული სულისკვეთებით და ოპტიმისტური ჟღერადობით. კოღონიამ გამოკვეთა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი, მაღალი სულისა და კეთილშობილ მისწრაფებათა მქონე ეპიკურ გმირთა სახეები. მის პოემაში მხატვრულად აისახა ფოლკლორის მოტივები. კოღონიას ლირიკული ლექსები მიძღვნილია საბჭოთა აფხაზეთის, მისი განახლებული აწმყოსა და ბედნიერი მომავლისადმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]