შინაარსზე გადასვლა

იტა ევერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტა ევერი 2007 წელს

იტა ევერი (ესტ. Ita Ever; დ. 1 აპრილი, 1931 – გ. 9 აგვისტო, 2023) — ესტონელი კინოს, რადიოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი.[1][2] მას ესტონური თეატრის დიდ ქალბატონად მოიხსენიებდნენ.[3]

მისი კარიერა 1953 წელს დაიწყო როგორც თეატრის მსახიობი და მონაწილეობდა მრავალ ესტონურ და რუსულ კინოპროდუქციაში. იგი ესტონელი მსახიობის ეინო ბასკინის ყოფილი მეუღლე და რეჟისორისა და მსახიობის რომან ბასკინის დედაა.[4]

1983 წელს მან განასახიერა მის მარპლი ფილმში „შაშვების საიდუმლო“ („Тайна «Чёрных дроздов“), ეს იყო აგათა კრისტის რომანის „ჯიბე სავსე ჭვავით“ რუსულენოვანი ადაპტაცია.[5]

იგი მონაწილეობდა სცენურ და კინოპროდუქციებში, რომლებიც დაფუძნებული იყო ოსკარ ლუტსის, ა. ჰ. ტამსაარეს, მატს ტრაატის, აგათა კრისტის, ნიკოლაი გოგოლის, უილიამ შექსპირის, ჯონ სტაინბეკის, ჰენრიკ იბსენისა და ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებებზე.[1]

გარდაიცვალა 2023 წლის 9 აგვისტოს, 92 წლის ასაკში.[6]

  1. 1 2 Ever, Ita - Eesti Entsüklopeedia. ციტირების თარიღი: 28 January 2022
  2. Ita Ever. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-09. ციტირების თარიღი: 28 January 2022
  3. VE: Ever, Ita - Eesti teatrilava grand old lady - www.virumaa.ee. ციტირების თარიღი: 2023-08-09
  4. Filmi Arhiiv: Ita Ever 80 დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. accessed 1 April 2015
  5. PBS Mystery website დაარქივებული 2015-05-02 საიტზე Wayback Machine. , pbs.org; accessed 30 March 2015.
  6. „Скончалась легендарная эстонская актриса Ита Эвер“. bublik.delfi.ee. 9 August 2023. ციტირების თარიღი: 9 August 2023.