იტალიური ომი (1551—1559)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტალიური ომი (1551—1559)
იტალიური ომები ნაწილი

ფ.ე.პიკო. 1558 წლის კალეს ალყა (1838)
თარიღი 1551—1559
მდებარეობა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ინგლისის კალე, ხმელთაშუა ზღვა
შედეგი ესპანეთის გამარჯვება: კატო-კამბრეზის ზავი
მხარეები
ესპანეთის იმპერია
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია

პაპის ოლქის დროშა პაპის ოლქი (1552 წლამდე)
მანტუას საჰერცოგო

სავოიის საჰერცოგო

ფლორენციის საჰერცოგო

გენუას რესპუბლიკა
ინგლისის სამეფო (1557 წლიდან)
საფრანგეთის სამეფო
პარმის საჰერცოგო (1552 წლამდე)
სიენის რესპუბლიკა (1555 წლამდე)

პაპის ოლქის დროშა პაპის ოლქი (1556-1557)
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია

მეთაურები
ესპანეთი 1506
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
კარლ V
ესპანეთის მეფე ფილიპე II
ფერანტე გონზაგა

ჯან ჯაკომო მედიჩი

ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო - ალბას ჰერცოგი
საფრანგეთის მეფე ანრი II (საფრანგეთი)

ან დე მონმორანსი

ფრანსუა დე გიზი
გასპარ II დე კოლინი

პიერო სტროცი
ბლეზ დე მონლიუკი
შარლ დე კოსე-ბრისაკი
პოლ დე ტერმი ოტავიო ფარნეზი
პაპის ოლქის დროშა პაპის ოლქი პავლე IV (პაპი)

ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია სულეიმან I
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია(ადმირალი) სინან ფაშა
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია ტურგუთ-რეისი

იტალიური ომი (1551—1559) (ასევე ცნობილია როგორც ომი ჰაბსბურგებსა და ვალუას შორის) — XVI საუკუნის პირველი ნახევრის  იტალიური ომების სერიის ფინალი. შედეგად საფრანგეთმა უარი თქვა ჩრდილოეთ იტალიაზე. იტალიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი, ხოლო იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცდა.

საფრანგეთის მეფე ანრი II, რომელიც უკმაყოფილო იყო  კრეპიში დადებული ზავით, ისარგებლა ზოგიერთი გერმანელი მთავრის უკმაყოფილებით და პროტესრანტებს დახმარებას დაპირდა თუ ისინი  კარლ V-ს აუჯანყდებოდნენ.

1551 წლის 5 ოქტომბერს  დაიდო შეთანხმება ანრი II,სა და საქსონიის კურფიურსტ მორიცს შორის, რომელიც სათავეში ჩაუდგა იმპერატორით უკმაყოფილო მთავრებს. ფრანგებმა კურფიურსტს მისცეს სუბსიდია 240 000 ჩერვონეცის ოდენობით, რისთვისაც მორიცი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მეფისთვის გადაეცათ იმპერიის ქალაქები  მეცი, ტული, ვერდენი და კამბრა. ამ ქალაქებში შესვლის შემდეგ, ანრი II - მ  აიძულა მაგისტრატები მიეღოთ ფრანგული გარნიზონები, შეცვალა საქალაქო საბჭოების წევრები და გაანადგურა მეცის თავისუფლებები.[1]

საბრძოლო მოქმედებები ხმელეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეციდან ანრი II გადავიდა ლოთარინგიაში, სადაც აიღო რამდენიმე ქალაქი. იმპერატორმა კარლ V-მ კამპანიისთვის მზადება დაიწყო. 1552 წლის 20 ოქტომბერს 56000 ჯარისკაცით მან გადალახა რაინი შვარცბურგში და მეორე დღეს ალყა შემოარტყა მეცს. მეცის ალყა, რომელსაც გმირულად იცავდა ფრანსუა გიზი, გაგრძელდა 1553 წლის 21 ოქტომბრიდან 2 იანვრამდე; საკვების ნაკლებობამ და დაავადებამ იმპერიული არმიის ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, ამიტომ კარლს მოუხდა ალყის მოხსნა და  უკან დახევა ნიდერლანდებისკენ. 1552-53 წლებში ნიდერლანდებში არ ყოფილა გადამწყვეტი შეტაკებები და ორივე მხარის სამხედრო მოქმედებები შემოიფარგლებოდა ქალაქების ალყითა და მცირე შეტაკებებით. 1554 წელს, რანტში (არტუაში), პირველად მოხდა სერიოზული, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა სავოიის ჰერცოგ ფილიბერტის ესპანურ არმიასა და ფრანსუა დე გიზის ფრანგულ ჯარებს შორის; მიუხედავად ამისა, ფრანგები იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ რანტის ალყა და უკან დაეხიათ საკუთარ საზღვრებთან.

სიენას რესპუბლიკისთვის გაწეული საფრანგეთის დახმარება, რომელსაც 1553 წელს თავს დაესხნენ ფლორენციის საჰერცოგო და იმპერია, წარუმატებელი აღმოჩნდა და 1554 წელს მარჩიანოს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, სიენას რესპუბლიკამ 1555 წელს არსებობა შეწყვიტა და გახდა. ფლორენციის საჰერცოგოს ნაწილი.

1556 წლის 5 თებერვალს საფრანგეთის მეფე ანრი II,-სა და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ესპანეთმა მიიღო ფრანშ-კონტი, მაგრამ ეს შეთანხმება მალევე დაირღვა.

1556 წელს კარლ V-ის ტახტიდან გადაგდების შემდეგ, მისი ქონება გაიყო ფერდინანდ I-სა და ფილიპე II-ს შორის, ხოლო ომის ცენტრი ფლანდრიაში გადავიდა, სადაც 1557 წელს ფილიპ II-მ სავოიის ჰერცოგ ემანუელ ფილიბერთან ერთად სენტ-კვენტინის ბრძოლაში დაამარცხა ფრანგები. ფილიპე II-ის ინგლისის დედოფალ მარიამთან ქორწინების შედეგად ინგლისი  ომში ჩაება ესპანეთის მხარეზე, რის შემდეგაც საფრანგეთის ჯარებმა აიღეს კალე და გაძარცვეს ესპანეთის ნიდერლანდები.[2]

ამასობაში იტალიაში ომი გაგრძელდა. ალბას ჰერცოგი იცავდა მილანის საჰერცოგოს დე ბრისაკის ფრანგული არმიისგან.

ომი მძიმე ტვირთად აწვა მის ყველა მონაწილეს და 1557 წელს მოხდა „ორმაგი დეფოლტი“: ესპანეთმა და საფრანგეთმა უარი განაცხადეს ვალების გადახდაზე. გარდა ამისა, საფრანგეთსაც და ესპანეთსაც სჭირდებოდათ ზომების მიღება პროტესტანტული  რეფორმაციის აღზევების პირობებში.  ამიტომ გადაწყდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.[3][4]

საზღვაო ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მეფე ანრი II,-მ ხელი მოაწერა მოკავშირეობის ხელშეკრულებას სულთან სულეიმანთან, რომლის მიხედვითაც საფრანგეთისა და თურქეთის ფლოტებმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო ოპერაციების განხორციელება ხმელთაშუა ზღვაში ჰაბსბურგების წინააღმდეგ, რამაც საფრანგეთს საშუალება მისცა სახმელეთო ჯარების ძირითადი ნაწილის კონცენტრირება მოეხდინა  რაინზე. იმპერიის მხარეს იბრძოდა გენუელი ადმირალი ანდრეა დორია, რომელმაც 1550 წლის 8 სექტემბერს მოახერხა ტუნისის ქალაქ მაჰდიას დაპყრობა.

ბრძოლა ზღვაზე დაიწყო იმით, რომ 1551 წელს თურქებმა მოაწყვეს ტრიპოლის ალყა, ხოლო მარსელიდან ფრანგული გალერები შეუერთდნენ თურქეთის ფლოტს. როდესაც ანრი II, თავს დაესხა კარლ V-ს 1552 წელს, თურქებმა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ასი გალერი გაგზავნეს. საფრანგეთ-თურქეთის ფლოტმა გაძარცვა კალაბრიის სანაპირო, დაიპყრო ქალაქი რეჯიო დი კალაბრია, დაამარცხა ანდრეა დორია კუნძულ პონცასთან ბრძოლაში და 1553 წელს კორსიკაზე შეიჭრა. ოსმალეთის ფლოტი ტურგუტ რეისის მეთაურობით განაგრძობდა შეტევას ესპანეთის სამფლობელოებზე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში: ორანის ალყა 1556 წელს წარუმატებლად დასრულდა, თუმცა თურქებმა მოახერხეს ბუჟიოს დაბრუნება 1554 წელს, დაამარცხეს გენუის ფლოტი 1555 წელს პიომბინოსთან. 1558 წელს ოსმალეთის ფლოტმა ანრი II,-ის თხოვნით  გაძარცვა ბალეარის კუნძულები.[5][6]

ზავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი 1559 წლის აპრილში, რომლითაც დასრულდა იტალიური ომები (1494-1559 წწ.). კატო-კამბრეზის ზავმა განამტკიცა ესპანეთის ბატონობა მილანის საჰერცოგოში, ნეაპოლის სამეფოში, სიცილიასა და სარდინიაში.

ევროპაში საბოლოოდ დამყარდა ჰაბსბურგების ჰეგემონია, რომელიც გაგრძელდა ოცდაათწლიან ომამდე.[7][8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baumgartner, Frederic J. Henry II, King of France 1547–1559 (Duke Univ Press, 1988).
  • Haan, Bertrand, Une paix pour l’éternité. La négociation du traité du Cateau-Cambrésis, (2010). Madrid: Casa de Velázquez.
  • Oman, Charles W. C. A History of the Art of War in the Sixteenth Century (1937).
  • Pepper, Simon, and Nicholas Adams. Firearms & Fortifications: Military Architecture and Siege Warfare in Sixteenth-century Siena (University of Chicago Press, 1986).
  • Romier, Lucien, Les guerres d'Henri II et le traité du Cateau-Cambrésis (1554–1559), in: MAH 30 (1910), p. 1–50.
  • Setton, Kenneth M. The Papacy and the Levant (1204–1571) (American Philosophical Society, 1984).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lynch, John (1984). Spain Under the Habsburgs (2nd ed.). New York: New York University Press. pp. 62–63. ISBN 0-8147-5010-9.
  2. Turner, Sharon (1839). The history of England: from the earliest period to the death of Elizabeth London: Longman, Orme, Brown, Green, and Longmans. pp. 311
  3. "Italy – The duchy of Milan". Encyclopedia Britannica. Retrieved 2020-09-08.
  4. Robertson, William; Stewart, Dugald (1840). The history of the reign of emperor Charles V, book 8–12. T. Cadell. p. 279.
  5. Pattenden, Miles (2013). Pius IV and the Fall of The Carafa: Nepotism and Papal Authority in Counter-Reformation Rome. OUP Oxford. pp. 21–22. ISBN 978-0191649615.
  6. Woodward, Geoffrey (2013). "8". Philip II. London, New York: Routledge. ISBN 978-1317897736.
  7. Calendar of State Papers, Foreign Series, of the Reign of Elizabeth: Preserved in the State Paper Department of Her Majesty's Public Record Office. Longman, Green, Longman, Roberts, & Green. 1863. p. 212.
  8. "Peace of Cateau-Cambrésis". Encyclopaedia Britannica.