იტალიური ეზო (გადაცემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იტალიური ეზოს ლოგოტიპი

“იტალიური ეზო”არის თოქ-შოუ საქართველოს პირველ არხზე, რომელიც მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში.

ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომლის მიზანია, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის გრძნობის გაღრმავება.

ყოველკვირეულ სატელევიზიო თოქ-შოუში საუბარია ქვეყანაში, კერძოდ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების პერსპექტივებზე, საერთო ღირებულებებსა და წარმატებული თანაცხოვრების მაგალითებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1TV.Ge[მკვდარი ბმული]