შინაარსზე გადასვლა

იტალიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუცია (იტალ. Costituzione della Repubblica Italiana) ― იტალიის უმაღლესი კანონი. რატიფიცირებულ იქნა 1947 წლის 22 დეკემბერს, საკონსტიტუციო ყრილობაზე. კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1948 წლის 1-ელ იანვარს, Statuto Albertino-ს ამოქმედებიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ.[1] კონსტიტუციის ტექსტი, რომელშიც შესწორებები 16-ჯერ შევიდა,[2] 1947 წლის 27 დეკემბერს, იტალიის რესპუბლიკის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.[3]

საკონსტიტუციო ყრილობა საყოველთაო არჩევნების მეშვეობით 1946 წლის 2 ივნისს აირჩიეს. ამავე დღეს ჩატარდა იტალიაში მონარქიის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი. კრება მთლიანად დაკომპლექტდა ანტიფაშისტური ძალებისგან, რომლებმაც იტალიის განთავისუფლების პერიოდში ნაცისტური და ფაშისტური ძალების დამარცხებაში წვლილი შეიტანეს.[4] არჩევნები ბოლცანოს, გორიცია, ტრიესტის, პოლის, ფიუმესა და ზარის პროვინციების გარდა იტალიის ყველა პროვინციაში ჩატარდა. ისინი იტალიის მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებზე არ მდებარეობდა, თუმცა მოკავშირეები აკონტროლებდნენ და ტერიტორიების სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდნენ (1947 წლის პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი იუგოსლავიამ დაიკავა).[5]

იტალიის კონსტიტუცია[6] 139 მუხლისგან შედგება სამ ნაწილადაა დაყოფილი: ფუნდამენტური პრინციპები (Principi Fondamentali, მუხლები 1-12), ნაწილი I: მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები (Diritti e Doveri dei Cittadini, მუხლები 13-54), რესპუბლიკის ორგანიზება (Ordinamento della Repubblica, მუხლები 55-139); კონსტიტუციის ბოლოში 18 გარდამავალი და საბოლოო დებულებაა (Disposizioni transitorie e finali) მოცემული.

ფუნდამენტური პრინციპები (მუხლები 1-12)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის სუვერენიტეტიც ეკუთვნის ხალხს და გამოიხატება კონსტიტუციური ფორმებითა და კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. კონსტიტუციით აღიარებულია ფუნდამენტური პრინციპები: პიროვნების ღირსების, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალურ ჯგუფებში; კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, პირადი და სოციალური მდგომარეობებისა. აღიარებულია შრომის უფლება და მიჩნეული, რომ რესპუბლიკა დაფუძნებულია შრომაზე, რომელიც ინდივიდუალური და სოციალური გავითარების მიღწევის საშუალებადაა აღიარებული. ყოველი მოქალაქე ვალდებულია, საზოგადოების განვითარებაში წვლილი შეიტანოს, ხოლო მთავრობამ თითოეული მოქალაქის თავისუფლება და თანასწორობა უნდა უზრუნვველყოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. Einaudi, Mario (August 1948). „The Constitution of the Italian Republic“. American Political Science Review. 42 (4): 661–676. doi:10.2307/1950923. JSTOR 1950923. S2CID 145689252.
  2. Referendum, ecco le 16 volte in cui la Costituzione è stata cambiata it (29 October 2016). ციტირების თარიღი: 25 October 2023
  3. Costituzione della Repubblica Italiana. Gazzetta Ufficiale. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  4. McGaw Smyth, Howard (1948). „Italy: From Fascism to the Republic (1943-1946)“. The Western Political Quarterly. 1 (3): 205–222. doi:10.2307/442274. JSTOR 442274.
  5. Sapori, Julien (14 August 2009). „Les «foibe», une tragédie européenne“. Libération (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2013.
  6. The Italian Constitution. The official website of the Presidency of the Italian Republic. ციტირების თარიღი: 15 August 2018