შინაარსზე გადასვლა

ისქენდერუნის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისქენდერუნის ყურე
თურქ. İskenderun Körfez
კოორდინატები 36°34′ ჩ. გ. 35°49′ ა. გ. / 36.567° ჩ. გ. 35.817° ა. გ. / 36.567; 35.817
აუზი ხმელთაშუა ზღვა
ქვეყნები დროშა: თურქეთი თურქეთი
ტიპი ყურე
მაქსიმალური სიღრმე 99მ
თურქეთი
თურქეთი

ისქენდერუნის ყურე (თურქ. İskenderun Körfez) — წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც რეცხავს თურქეთის ადანასა და ჰატაის პროვინციების სანაპიროებს. ყურეს აქვს სიღრმე 99 მეტრამდე, ხოლო მასში ჩაედინება მდინარე ჯეიჰანი. მთავარი პორტია ისქენდერუნი.

ძველ დროში ყურე ცნობილი იყო როგორც ისიანის ყურე (ძვ. ბერძნ. Ἰσσικὸς κόλπος, ლათ. Issicus Sinus), რაც უკავშირდება მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ბერძნულ ქალაქ ისუსს. ჰეროდოტე ყურეს მოიხსენიებდა მირიდინსკის ყურად, სირიის ქალაქ მირიანდის სახელის მიხედვით. ასევე ცნობილია ყურის სახელწოდება კილიკიის ყურე , რაც უკავშირდება კილიკიის რეგიონს[1].

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დროს ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აშენდა ქალაქი ალექსანდრეტა.

ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობდა ციხე-ქალაქი აიასი (დღევანდელი იუმურტალიკი). აღმოსავლეთ სანაპიროზე იპოვება ბერძნული ქალაქ ისუსისა (დღევანდელი დორტიოლი).

სანაპირო ზოლის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ისკენდერუნი, რომლის სახელი უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელს. კიდევ უფრო სამხრეთით ყურის სანაპირო ხაზი მთავრდება ნურის მთებით. მთის ქედი მთავრდება მუსადაღის მთით, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილია ფრანც ვერფელის წიგნის „მუსა დაღის ორმოცი დღე“ ისტორიით.

მე-19 საუკუნის ბოლოდან რეგიონი მნიშვნელოვნად შეიცვალა ეთნიკური თვალსაზრისით. დღეს ყურესა და მის სანაპიროებზე დომინირებს თურქული კულტურა, ხოლო მისი სახელი (ისკენდერუნი) თურქული ფორმაა ალექსანდრეს სახელიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Геродот. История. IV, 38